mediashop

ბრენდინგი - რა არის და რატომ გვჭირდება?

ბრენდინგი – სიტყვა, რომელიც ყველა ბიზნესმენმა იცის, თუმცა ხშირად მისი ეფექტურად განხორციელება ვერ ხერხდება.

ეს სტატია დაგეხმარებათ, როგორც ბრენდინგის არსის გაგებაში, ასევე მის ეფექტურად და მცირე რესურსებით განხორციელებაში.

რა არის ბრენდინგი?

ბრენდინგი არის პროცესი, რომლის მიზანია წარუდგინოს თქვენი ბიზნესი,პროდუქტი ან მომსახურება პოტენციურ მომხმარებელს, პოზიტიურად და დასამახსოვრებლად.

ბრენდირებული პროდუქტი ან მომსახურება უფრო ძვირად გაიყიდება, რაც გაზრდის შემოსავლებს და კომპანიის მოგებას. 

ბრენდინგის ხელსაწყოები

ბრენდინგი ხორციელდება სხვადასხვა ხელსაწყოების გამოყენებით, როგორიცაა:

  • ლოგო – ბრენდინგის ამოსავალი წერტილი, ელემენტი, რომლითაც იწყება ბრენდინგი.
  • გრაფიკული დიზაინის ელემენტები – მაგალითად: TBC-ს ლურჯი და საქართველოს ბანკის ნარინჯისფერი არაფერში აგერევათ.
  • მუსიკა – მაგალითად, რეკლამაში გამოყენებული სიმღერა, მელოდია, მუსიკალური ფრაზა.
  • სუნი და სხვა – მაგალითად, დააკვირდით მაკდონალდსის გარშემო არსებულ სუნს, ის ხომ უნიკალურია.

 

შეგიძლიათ აირჩიოთ, როგორც ერთი, ისე რამდენიმე ბრენდინგის ხელსაწყო, რაც დაგეხმარებათ თქვენი მიზნების მიღწევაში.

ბრენდინგის ტიპები

წარმოგიდგენთ ბრენდინგის ძირითად ტიპებს:

  1. პერსონალური ბრენდინგი – ეს არის ადამიანი, რომელიც იძენს პოპულარობას & ავტორიტეტს, რაც საშუალებას აძლევს წარმოადგინოს კონკრეტული პროდუქტი ან მომსახურება, უბიძგოს პოტენციურ მომხმარებელს პოზიტიურად განეწყოს, დაინტერესდეს და შეიძინოს კონკრეტული პროდუქტი. (მაგალითად: ილონ მასკი, ნათელი ნიმუშია პერსონალური ბრენდინგისა)
  2. პროდუქტის – ყველაზე გავრცელებული ტიპის ბრენდინგი, რომელიც დაკავშირებულია პროდუქტთან, რომლის პოზიტიური თვისებები უბიძგებს მომხმარებელს გაეცნოს და შეიძინოს კონკრეტული პროდუქტი.
  3. სერვისის  – პრინციპი იგივეა, ოღონდ პროდუქტის ნაცვლად ბრენდინგის ობიექტია კომპანიის სერვისი.
  4. კორპორატიული  – მომხმარებელთან კომუნიკაციაში ორგანიზაცია, თავისი ისტორიით, მიზნებით, მისიით და საქმიანობით.
  5. კულტურული & გეოგრაფიული  – განსაკუთრებულად გამოიყენება ტურისტულ სფეროში, დაკავშირებულია გეოგრაფიული და კულტურულ თავისებურებებთან.
  6. ონლაინ ბრენდინგი – გახლავთ ზოგადი ტიპის ბრენდინგის ფორმა, რომელიც გამოიყენება ყველაზე ზემოთ განსაზღვრული მიმართულებით, მხოლოდ ციფრული ხელსაწყოების გამოყენებით, როგორიცაა სოციალური მედია, საძიებო სისტემები, ვებ-საიტი და სხვა.

ბრენდინგი პრაქტიკაში

გიფიქრიათ თუ რა ჭირდება თქვენ კომპანიას ეფექტური ბრენდინგისთვის?

განვსაზღვროთ ძირითადი მიმართულებები:

ბრენდინგის სტრატეგია

იმისთვის, რომ შეზღუდული რესურსებით მივიღოთ მაქსიმალური შედეგი, საჭიროა სწორად ჩამოყალიბებული ბრენდინგის სტრატეგია, რომელიც მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა ბრენდის იდენტობა, მისი მიზნები, პოზიციონირება, ბრენდინგის ტიპები, ხელსაწყოები, ბიუჯეტი და სხვა.

ბრენდინგის ხელსაწყოები

არსებობს უამრავი ბრენდინგის ხელსაწყო, თუმცა თქვენ ვერ შეძლებთ ყველას ერთად ან მონაცვლეობით გამოყენებას.

მნიშვნელოვანია შეირჩეს ის ძირითადი ხელოსაწყოები, რომლებიც შედარებით ნაკლები რესურსებით მოგცემთ საშუალებას მიიღონ მაქსიმალური შედეგები.

ბრენდინგის ღირებულება & ბიუჯეტი

ბრენდინგის განხორციელება შეგიძლიათ ნებისმიერი ბიუჯეტით, თუმცა დიდი თანხის გამოყოფა არ ნიშნავს საუკეთესო შედეგს.

სწორი ბიუჯეტირება საშუალებას მოგცემთ მოახდინოთ გონივრული ინვესტირება თქვენი ბიზნესის განვითარებისთვის.

სხვა სტატიები