mediashop

საიტის თარგმნა

საიტის თარგმნა გსურთ და არ იცით ვის მიმართოთ?

წარმოგიდგენთ დეტალურ ინფორმაციას, თუ რა უნდა იცოდეთ, რათა საიტის თარგმნა იაფად და ხარისხიანად უზრუნველყოთ.

საიტის თარგმნა შეიძლება გულისხმობდეს: საიტის კონტენტის თარგმნას ან ტექნიკურად საიტის გადათარგმნას.

საიტის კონტენტის თარგმნა

საიტის კონტენტის თარგმნა გულისხმობს თქვე საიტზე არსებული კონტენტის (ტექსტების) თარგმნას ერთი ენიდან მეორეზე, მაგალითად, ქართული ენიდან ინგლისურ ენაზე. თუ საიტის კონტენტი საერთოდ არ გაქვთ, მაშინ საიტის კონტენტის დაწერის მომსახურება დაგჭირდებათ.

საიტის ტექნიკური თარგმნა

აქ საუბარია ტექნიკურად გვერდების თარგმნაზე და მათ სინქრონიზაციაზე ერთმანეთთან. თუ თქვენი საიტი დამზადებულია ვორდპრესის ძრავზე ამაში დაგეხმარებათ WPML ლიცენზირებული პლაგინი, რომლის მეშვეობით თარგმნის პროცესი უფრო მარტივი და იაფი დაგიჯდებათ.

რა ღირს საიტის თარგმნა?

საიტის კონტენტის თარგმნის ღირებულება იწყება 500 ლარიდან, დამოკიდებულია გვერდების რაოდენობასა და მოცულობაზე, ხოლო საიტის ტექნიკური მართვა – WordPress-ის სისტემაზე იწყება 550 ლარიდან (გააჩნია საიტის ტექნიკურ მდგომარეობას)

სხვა სტატიები