mediashop

WordPress საიტის დამზადება - რატომ ვორდპრესი?

საიტების დამზადება გსურთ სწრაფად, იაფად და ხარისხიანად? მაშინ WordPress-ის სისტემა საუკეთესო ვარიანტია თქვენთვის.

თამამად შეიძლება ითქვას, რომ WordPress არის რევოლუცია ვებ სივრცეში, რამაც სრულიად შეცვალა ვებსაიტების დამზადება & განვითარების სფერო.

2024 წლის მონაცემებით, ინტერნეტში არსებული ვებ გვერდების 48% ვორდპრესზეა დამზადებული.

მათ შორისაა: Microsoft News, BBC America, Play Station და სხვა.

და მაინც, რა არის ვორდპრესი და რატომ შეიძლება იყოს იგი საუკეთესო არჩევანი თქვენი ბიზნესისთვის?

wordpress

რა არის WordPress?

wordpress საიტების დამზადებაWordPress არის ღია ვებ სისტემა, რომელიც უმარტივებს მომხმარებელს შექმნას მისთვის სასურველი ფუნქციონალის და დიზაინის მქონე საიტი, იაფად, სწრაფად, ეფექტურად.

აღნიშნულის მიღწევაში გეხმარებათ ე.წ. პლაგინები, ეს არის მზა პროგრამები, რომელთა მეშვეობითაც შესაძლებელია საიტზე ავტომატურად ჩართოთ კონკრეტული ფუნქციონალი.

მაგალითად: WPML-ი არის ყველაზე ეფექტური საშუალება თქვენი საიტი გახადოთ მრავალენოვანი, ამის გაკეთება ერთი მოქმედებით არის შესაძლებელი.

რატომ WordPress საიტის დამზადება?

წარმოგიდგენთ 4 ძირითად მიზეზს, თუ რატომ ჯობია საიტის აწყობა WordPress -ის სისტემაზე:

1.უფრო იაფია – wordpress საიტის გაკეთება გაცილებით იაფი ჯდება, ვიდრე იმავე ხარისხის და ფუნქციონალის მქონე საიტის შექმნა ალტერნატიული გზებით.

2.უფრო სწრაფია – ვებ გვერდის დამზადება ვორდპრესზე, გაცილებით სწრაფად ხდება, ვიდრე ტრადიციული მეთოდებით: დიზაინის დახატვა, აწყობა და პროგრამულად გამართვა.

3. განვითარების შესაძლებლობა – ვორდპრესი იძლევა განვითარების გაცილებით მეტ შესაძლებლობას. თქვენ შეგიძლიათ დაამატოთ ნებისმიერი ფუნქციონალი, ახალი პლაგინის დამატებით, შეცვალოთ საიტის მიზნობრიობა და ტიპი, ისე, რომ არ მოგიწიოთ საიტის თავიდან გაკეთება.

4. დიზაინის სრულიად ცვლილება – ვორდპრესი საშუალებას იძლევა შეცვალოთ საიტის დიზაინი, სრულიად, ისე, რომ არ დაიკარგოს კონტენტი.

რა ტიპის საიტების დამზადება შეიძლება ვორდპრესზე?

ვორდპრესი ძალიან განვითარდა დროთა განმავლობაში, ამიტომაც დღეს, თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერი სირთულის საიტის შექმნა ვორდპრესის სისტემაზე.

პირობითად დავყოთ საიტის ტიპები, რომლებიც ყველაზე მოთხოვნადია საქართველოში:

1.ერთგვერდიანი (ლენდინგ) საიტი

ნიმუში: www.paybot.ge

2.საინფორმაციო საიტი 

ნიმუში: www.spermagen.ge

3.კატალოგის ტიპის საიტი

ნიმუში: www.newpex.org

4. ინტერნეტ მაღაზია

ნიმუშები: www.bona.com.ge , www.shg.ge

ჩვენი რჩევა იქნება, რომ არ გამოიყენოთ ვორდპრესი, თუ გსურთ კომპლექსური ფუნქციონალისა და განსაკუთრებული დიზაინის მქონე საიტის გაკეთება.

ხშირად დასმული შეკითხვები WordPress-ზე

წარმოგიდგენთ ყველაზე ხშირად დასმულ შეკითხვებს ვორდპრესის სისტემაზე.

1.რამდენად უსაფრთხოა WordPress?

ვორდპრესის საიტი შეიძლება იყოს სრულიად უსაფრთხო, თუ დაცულია მისი გამოყენების შემდეგი წინაპირობები:

– მუდმივად ხდება ვორდპრესის ძრავის და თემის განახლება;

-გამოყენებულია მხოლოდ ხარისხიანი, სანდო პლაგინები და ხდება მათი განახლება;

– საიტი ატვირთულია სანდო სერვერზე და მუდმივად ხორციელდება მისი ასლის (ბექაფის გაკეთება)

თუ თქვენ იცავთ ყველა ამ პირობას, თქვენ საიტს არაფერი დაემუქრება.

2.ჭირდება თუ არა ვორდპრესს ტექნიკური უზრუნველყოფა?

დიახ, თქვენ საიტს დაჭირდება ადამიანი, რომელიც განახორციელებს მის ტექნიკურ განახლებას წლის განმავლობაში, ასევე რაიმე პრობლემის ან ხარვეზის შემთხვევაში, მოაგვარებს მას.

რეკომენდირებულია ეს მომსახურება მიიღოთ იმ პირისგან, ვინც დაამზადა საიტი.

3. ვორდპრესი უფრო დაბალი ხარისხია?

ვორდპრესის სისტემის მთავარი უპირატესობა არის ის, რომ მისით მზადდება უფრო ხარისხიანი, ფუნქციური და ლამაზი ვებ-საიტი, გაცილებით იაფად, ვიდრე ნებისმიერი სხვა ალტერნატივის გამოყენებით.

სწორედ ამიტომაც 2024 წლისთვის მსოფლიოში არსებული ვებ-გვერდების 50% იფუნქციონირებს სწორედ ამ სისტემაზე.

რა ღირს ვებ საიტის შექმნა ვორდპრესზე?

ვებ გვერდის დამზადების ფასი დამოკიდებულია რამდენიმე ფაქტორზე:

– რა ტიპის საიტის გაკეთება გსურთ?

– გვერდების რაოდენობა

– ვებსაიტის ფუნქციები

– ვებ გვერდის დიზაინი და მისი სირთულე

– რა ვადებში გსურთ საიტის ჩაბარება

საორიენტაციო ფასები საიტების ტიპების მიხედვით:

1. ერთგვერდიანი ვებსაიტის შექმნა – მინიმალური ღირებულება 750 ლარი 

2.საინფორმაციო ტიპის საიტის აწყობა – მინიმალური ღირებულება 1200 ლარი

3.კატალოგის & ონლაინ შოპის ტიპის ვებსაიტების შექმნა – მინიმალური ღირებულება 2500 ლარი

ეს არის საშუალო ფასები, რომელიც ფიქსირდება ამჟამად ბაზარზე, თუმცა ამავდროულად ძალიან მარტივია ისეთი პროგრამისტების ან ვებ სტუდიის პოვნა, რომელიც 50, 100 ან 200 ლარად შემოგთავაზებთ მომსახურებას.

სამწუხაროდ ასეთ ფასად შეთანხმებული პროექტების 99% არ არის წარმატებული, როგორც ხარისხის, ისე ვადების გათვალისწინებით.

 

გსურთ საიტის გაკეთება? 

და არ იცით საიდან დაიწყოთ?

დაგვიკავშირდით დღესვე და მიიღეთ თქვენს საჭიროებებზე მორგებული კონსულტაცია საიტის აწყობა & განვითარების შესახებ.

სხვა სტატიები