mediashop

მარკეტინგის მენეჯერი

მარკეტინგის მენეჯერი არის პირი, რომელიც პასუხისმგებელია კომპანიის საქმიანობის პიარზე, ბრენდის პოზიციონირებასა გაყიდვების სტიმულირებაზე.

აღნიშნული მიზნების მისაღწევად, მარკეტინგის მენეჯერი იყენებს სხვადასხვა მარკეტინგულ აქტივობას. აღსანიშნავია, რომ მის მოვალეობაში არ შედის უშუალოდ გაყიდვების განხორციელება.

ხშირად, ორგანიზაციები ცდილობენ მარკეტინგის მენეჯერებს დაავალონ, როგორც უშუალოდ გაყიდვების განხორციელება, ასევე მომხმარებლებთან სატელეფონო და სხვა სახის საინფორმაციო კომუნიკაცია.

ამ ფუნქციების დაკისრებით, აუცილებლად დაზარალდება ორგანიზაციის მარკეტინგული საქმიანობა, რადგან იგი მოითხოვს დროის სრული რესურსის დათმობას მარკეტინგისთვის.

მარკეტინგის მენეჯერის ძირითადი ფუნქციები

  • მარკეტინგული მიზნების განსაზღვრა
  • მარკეტინგული გეგმის (სტრატეგიის) შედგენა
  • მარკეტინგული სტრატეგიის განხორციელება და შესაბამისი ხელსაწყოების სწორად გამოყენება
  • მარკეტინგული აქტივობის ბიუჯეტირება
  • მარკეტინგული საქმიანობის ანალიზი, შეფასება და კორექტირება
  • მარკეტინგული რეპორტების შედგენა

მარკეტინგის მენეჯერის უნარ-ჩვევები

მარკეტინგის მენეჯერი უძღვება ორგანიზაციის მარკეტინგულ საქმიანობას სტრატეგიულ დონეზე, იგი გახლავთ ტოპ მენეჯერი, რომელსაც უნდა გააჩნდეს შემდეგი უნარ-ჩვევები და თვისებები:

1. პოზიციის გამოხატვის უნარი – როგორც წერილობითი, ისე სიტყვიერი ფორმით.

2. ანალიტიკური შესაძლებლობები – საქმიანობის ანალიზის და კორექციის უნარი.

3.საბაზისო ცოდნა მარკეტინგული აქტივობის ძირითადი მიმართულებებით – სოციალური მედიის მენეჯმენტი, საძიებო სისტემის მარკეტინგი, რეკლამირების განხორციელება და სხვა.

მარკეტინგის მენეჯერი
სხვა სტატიები