mediashop

ვინ არის საიტის ადმინისტრატორი და რა ევალება მას?

საიტის ადმინისტრატორი ორგანიზაციის ვებ-საიტის ყოველდღიურ მეთვალყურეობასა და ადმინისტრირება & მართვას ახორციელებს.

საიტის მენეჯერი საკმაოდ მოთხოვნადი პროფესიაა დღევანდელ ბაზარზე.

მზარდია, როგორც რაოდენობრივი მოთხოვნა, ასევე ანაზღაურებაც.

ვებ-საიტის ადმინისტრატორის ძირითადი მოვალეობაში შეიძლება შედიოდეს:

1.საიტის ტექნიკური უზრუნველყოფა

2.ხარვეზების აღმოჩენისას, მათი მოგვარება

3. საიტის სერვერთან & კორპორატიულ ელ.ფოსტათან დაკავშირებული საკითხების მოგვარება

4. საიტის კონტენტის დამატება, რედაქტირება, წაშლა

5. საიტის სეო ოპტიმიზაცია 

6. საიტის ბექაფების (ასლების) გაკეთება და შენახვა.

საჭირო უნარ-ჩვევები

საიტის ადმინისტრატორად მუშაობისთვის შემდეგი უნარ-ჩვევებია საჭირო:

ტექნიკური უნარები:

  • საიტის სერვერთან მუშაობა
  • WordPress-ის საიტის მართვის უნარები (თუ ვებ-საიტია ვორდპრესის ძრავზეა აწყობილი)
  • პროგრამირება (CSS, HTML, Java საბაზისო დონეზე), თუ საიტი არ არის შექმნილი ვორდპრესზე, ან სხვა ძრავზე.
  • წერითი უნარ-ჩვევები (კონტენტის მენეჯმენტის შემთხვევაში)

პიროვნული უნარები:

  • პასუხისმგებლობა
  • ყურადღება დეტალების მიმართ;
  • რამდენიმე საქმის ერთდროულად შესრულების უნარი;
  • კომუნიკაციის უნარი;
  • პრობლემების გადაჭრის უნარი;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი.

საიტის მენეჯერის ანაღაურება

საიტის ადმინისტრატორის ხელფასი დამოკიდებულია იმ ფუნქცია-მოვალეობებზე, რაც მას აკისრია. 

საშუალო კვალიფიკაციის მქონე შიდა კადრის აყვანის შემთხვევაში, მინიმალური ხელფასი გახლავთ 1200 ლარი (ხელზე ასაღები თანხა). 

თუ თქვენი მიზანი სეო ოპტიმიზაციის განხორციელებაა, ამ შემთხვევაში შიდა კადრის მინიმალური ხელფასი 2000 ლარი გახლავთ (ხელზე ასაღები თანხა).

გაცილებით იაფი დაჯდება ამ მომსახურების მიღება აუთსორსინგით, მცირე ან საშუალო მარკეტინგული სააგენტოს მიმართ, ამ შემთხვევაში თქვენი თვიური ხარჯი, ყველა გადასახადის ჩათვლით (დღგ-ს გარდა), იქნება საშუალოდ 600-1200 ლარის ფარგლებში, თუმცა მიიღებთ გაცილებით მაღალი ხარისხის მომსახურებას, თუმცა ყურადღებით უნდა შეარჩიოთ სააგენტო.

სხვა სტატიები