mediashop

მარკეტინგული სააგენტო - როგორ შევარჩიოთ?

ბოლო პერიოდში საკმაოდ ბევრი მარკეტინგული სააგენტო გაიხსნა, რაც მომხმარებლისთვის კარგია, რადგან მათ შეუძლიათ შეარჩიონ მათ ბიუჯეტსა და სხვა პირობებზე მორგებული მარკეტინგული კომპანია.

როგორ შევარჩიოთ მარკეტინგული კომპანია?

მოდით განვიხილოთ მარკეტინგული სააგენტოს შერჩევის ძირითადი კრიტერიუმები:

რომელი მარკეტინგული მომსახურება გსურთ?

პირველ რიგში მკაფიოდ უნდა განსაზღვროთ რომელი მარკეტინგული მომსახურების მიღება გსურთ:

1. ლოგოს დამზადება

2. საიტის დამზადება

3.სოციალური მედიის მართვა

Email მარკეტინგი და სხვა.

მომსახურების ღირებულება

მომსახურების ფასი რა თქმა უნდა ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია, თუმცა არა ერთადერთი.

იაფი და უხარისხო მარკეტინგული სერვისის მიღება არანაირ სარგებელს არ მოგიტანთ.

მეორე მხრივ, რატომ უნდა გადავიხადოთ იმაზე ბევრი, ვიდრე საჭირო?

სააგენტოს გამოცდილება

გამოცდილება ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია, რომელიც მეტყველებს ხარისხზე.

ამიტომაც ზუსტად უნდა შევაფასოთ სააგენტოს გამოცდილება, მათ შორის იმ კონკრეტული სერვისების მიმართულებით, რომელიც გვაინტერესბს.

გამოცდილების შეფასების საუკეთესო საშუალება კი ნამუშევრების გაცნობა და ზუსტად დადგენაა საჭირო, რომ ეს ნამუშევრები ნამდვილად იმ სააგენტოს ეკუთვნის, რომელმაც წარმოადგინა.

აგალითად, თუ გსურთ ბრენდბუქის დამზადება, აუცილებელია ნახოთ მათი დამზადებული ბრენდ ბუქები, თუ ისინი ვებ-საიტებს გაჩვენებენ, აღნიშნული არ გამოდგება მათი გამოცდილების შესაფასებლად.

პიროვნული ფაქტორები

შესაძლოა იპოვოთ ხელმისაწვდომი ღირებულების მომსახურება, რომელსაც გამოცდილი სარეკლამო სააგენტო გთავაზობთ, თუმცა არ მოგწონდეთ კომუნიკცია ან გარკვეული თავისებურებები, რაც მომავალ შემსრულებელს ახასიათებს.

ასეთ შემთხვევაში კარგად უნდა ავწონ-დავწონოთ ყველა რისკი, რადგან მომსახურების გიწევენ ადამიანები, მათი პიროვნული ფაქტორები შესაძლოა გადამწყვეტი გამოჩნდეს ხარისხიანი სერვისის მიღებისას.

სხვა სტატიები