mediashop

logos damzadeba

ლოგოს დამზადება & დიზაინის შექმნა

სტატიის თემები

ლოგოს დამზადება გსურთ და არ იცით საიდან დაიწყოთ?

ლოგოს დამზადება გსურთ და არ იცით საიდან დაიწყოთ? 

ამ სტატიაში განვიხილავთ ყველა იმ საკითხს, რაც თქვენი კომპანიის ლოგოს შექმნა & განვითარებაში დაგეხმარებათ.

ასევე დაგაინტერესებთ – რეკლამა ფეისბუქზე 2022 წელს

რატომაა მნიშვნელოვანი ლოგოს დამზადება?

ეფექტური ლოგოს შექმნა საშუალებას მისცემს თქვენ ბიზნესს:

  • იყოს გამორჩეული კონკურენტებისგან;
  • მარტივად იცნონ ერთგულმა კლიენტებმა;
  • გაყიდოთ თქვენი პროდუქტი & მომსახურება უფრო ძვირად;
  • მოიპოვოთ ცნობადობა და ლოიალობა ფართო აუდიტორიის მხრიდან;
  • განახორციელოთ ეფექტური ბრენდინგი და მარკეტინგული სტრატეგია
logos damzadeba

როგორ შევარჩიოთ ლოგო?

ლოგოს გაკეთება იწყება იდეით, რომელიც საფუძვლად უდევს ლოგოს დიზაინს.

მნიშვნელოვანია თქვენი ლოგო იყოს:

  • გამორჩეული;
  • განსხვავებული კონკურენტებისგან;
  • სწორად წარმოაჩენდეს თქვენს ბიზნესს;
  • ეფექტური დიზაინის მქონე
  • პოზიტიური ემოციების შემქმნელი

ლოგოს დამზადება ფასები

რა ღირს ლოგოს დამზადება ?

ლოგოს ღირებულება დამოკიდებულია თქვენ მოთხოვნებზე: ლოგოს ტიპზე, სამუშაოს სირთულესა და ვადებზე.

საქართველოს ბაზარზე, ხარისხიანი ლოგოს დიზაინის ფასები მერყეობს 300-500 ლარის ფარგლებში, თუმცა ზოგიერთი მსხვილი სარეკლამო კომპანიის მომსახურება რამდენიმე ათასი ლარი ღირს, ასევე ყოველთვის არის შესაძლებელი დამწყები “Freelancer”-ის მოძიება, რომელიც 150-200 ლარადაც მზად არის შემოგთავაზოთ ლოგოს გაკეთება.

ჩვენი რჩევა: ლოგოს მნიშვნელობიდან გამომდინარე, თქვენი ბიზნესისთვის გირჩევთ არ დაზოგოთ 100 ან 150 ლარი და საქმე ანდოთ პროფესიონალ დიზაინერს ან კომპანიას.

მეორე მხრივ, ნუ შეხვალთ შეცდომაში და ნუ გადაიხდით იმავე ხარისხის სამუშაოში ათასობით ლარს.

შემსრულებლის შეფასების საუკეთესო ინდიკატორია მისი შესრულებული სამუშაოს გაცნობა, ასევე დარწმუნება, რომ ნამდვილად მისი შესრულებულია ეს ნამუშევრები.

ლოგოს შეკვეთა & მზა ლოგოები

სანამ გადაწყვეტთ ლოგოს შეკვეთას და ასობით ლარის ინვესტირებას ამ საინტერესო და საჭირო საქმეში, ალტერნატივის სახით, შეგიძლიათ განიხილოთ “მზა ლოგოები”, რომელსაც გთავაზობთ Mediashop-ი.

ჩვენ კატალოგში განსაზღვრულია ათობით უნიკალური ლოგო, სხვადასხვა ტიპის ბიზნესისთვის, რომელთა ღირებულება არ აღემატება 99 ლარს.

თქვენ შეგიძლიათ შეცვალოთ ლოგოში არსებული სახელწოდება, ასევე ფერთა გამა.

ლოგოს ტიპები

როგორი უნდა იყოს თქვენი ლოგო?

წარმოგიდგენთ ლოგოს ძირითად ტიპებს:

1.ემბლემა – ეს არის ლოგო, რომლის ლოგოს დიზაინივიზუალშიც აქცენტი გაკეთებულია კონკრეტული გამოსახულებაზე, ეს შეიძლება იყოს, როგორც გამოგონილი ფიგურა, ასევე კონკრეტული მნიშვნელობის მქონე გამოსახულება.

ასეთი ლოგოს მაგალითებია: Apple & Mercedes-ის ლოგოები.

2.სახელწოდება & ემბლემა – ასეთ ლოგოებში 

გამოსახულია, როგორც ბრენდის სახელწოდება,ასევე ემბლემა, სხვადასხვა განლაგებით.

სახელწოდების ნაცვლად შესაძლებელია გამოყენებული იყოს აბრევიატურა ან ერთი ასო.

3.სახელწოდება  – ასეთ ლოგოებში გამოსახულია კომპანიის სახელწოდება, აბრევიატურა ან ერთი ასო, რომელიც ასოცირდება ბრენდთან. 

მსგავსი ტიპის ლოგოებში აქცენტი გაკეთებულია წარწერის ვიზუალზე და მისი გამოსახვის ფორმებზე.

ლოგოს დაცვა

როგორ დავიცვათ ლოგო კოპირებისგან და მიბაძვისგან?

აღნიშნულის საუკეთესო საშუალებაა მისი სასაქონლო ნიშნად რეგისტრაცია, რაც გარკვეულ ფინანსებსა და სხვა სამართლებრივ კრიტერიუმების დაკმაყოფილებას საჭიროებს.

კერძოდ, თქვენი ლოგო უნდა იყოს:

1.უნიკალური (განსხვავებული) – არ უნდა მოდიოდეს კონფლიქტში უკვე არსებულ სასაქონლო ნიშნებთან.

2.აღწერილობითი – ლოგო არ უნდა შეიცავდეს პროდუქტის ან მომსახურების აღწერილობით კომპონენტებს, მაგალითად: ჯანსაღი წვენი, ვაშლის წვენი და ა.შ.

3. არ უნდა შეიყვანოს შეცდომაში მომხმარებელი – მაგალითად: საქართველოში წარმოებულ პარფიუმერიაზე, ეიფელის კოშკის გამოსახულება შეიყვანს მომხმარებელს შეცდომაში საქონლის წარმოშობის მიმართ:

4. არ უნდა შეიცავდეს დაცულ ადგილწარმოშობის დასახელებას ან/და გეოგრაფიულ აღნიშვნას მაგალითად: ხვანჭკარას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც განმცხადებელი არის ამ დასახელების ან/და გეოგრაფიული აღნიშვნის გამომყენებელი პირი; 

5.არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს საჯარო წესრიგსა და ზნეობის აღიარებულ ნორმებს. მაგალითად: არ უნდა შეიცავდეს კომუნისტურ და ფაშისტურ სიმბოლიკებს:

 

მსგავსი სტატიები:

სხვა სტატიები