mediashop

კორპორატიული მეილის შექმნა გსურთ?

კორპორატიული მეილის შექმნამეილი არის ერთ-ერთი ყველაზე კომფორტული და გამოყენებადი საკომუნიკაცია საშუალება, ამიტომაც ყველა ორგანიზაციას ჭირდება კორპორატიული მეილის შექმნა.

განსაკუთრებით მაშინ, თუ დღეში მიღებული მეილების რაოდენობა სცდება 10-20 ერთეულს.

რა გვჭირდება კორპორატიული მეილის შესაქმნელად?

-დომენი – ეს არის თქვენი იმეილ მისამართის ნაწილი, მაგ: @mediashop.ge. შეიძლება იყოს, როგორც .ge, com.ge ასევე .com, .net და სხვა დაბოლოებით.

-სერვერი – ეს არის ვებ სივრცე, სადაც ფიზიკურად განთავსდება შემოსული & გასული მეილები.

ასევე შესაძლებელია ფასიანი სერვისების გამოყენება, როგორიცაა Google workspace, რაც საშუალებას მოგცემთ სრულყოფილად და ეფექტურად გამოიყენოთ თქვენი კორპორატიული იმეილი.

რატომ კორპორატიული იმეილის შექმნა?

ნდობის ფაქტორი

თუ ცდილობთ შექმნათ სერიოზული ბრენდი, გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ მეილი არის პოტენციურ მომხმარებელთან კომუნიკაციის ყველაზე გავრცელებული საშუალება.

კორპორატიული მეილი ქმნის სანდოობის შეგრძნებას, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც იგი ასოცირდება სანდო და ეფექტური ვებ-საიტის დომენთან.

ბრენდინგი & მარკეტინგი

თქვენი მეილის მისამართი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როგორც მომხმარებელთან პირველადი კომუნიკაციის დროს, მათ შორის იმეილ მარკეტინგის განხორციელებისას.

ორგანიზება & კონტროლი

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ სხვადასხვა კორპორატიული მეილი, თითოეული დეპარატმენტის, თანამშრომლის ან დანიშნულების მიხედვით.

თქვენ საშუალება გაქვთ სრულიად აკონტროლოთ ეს მეილები, წაშალოთ, მისცეთ & მოუხსნათ წვდომა და სხვა.

სხვა სტატიები