mediashop

ლოგოს დამზადება გსურთ და არ იცით საიდან დაიწყოთ?

ლოგოს დამზადება გსურთ და არ იცით საიდან დაიწყოთ? 

ამ სტატიაში განვიხილავთ ყველა იმ საკითხს, რაც თქვენი კომპანიის ლოგოს შექმნა & განვითარებაში დაგეხმარებათ.

ასევე დაგაინტერესებთ – რეკლამა ფეისბუქზე 2024 წელს

რატომაა მნიშვნელოვანი ლოგოს დამზადება?

ლოგოს დამზადებაეფექტური ლოგოს შექმნა საშუალებას მისცემს თქვენ ბიზნესს:

  • იყოს გამორჩეული კონკურენტებისგან;
  • მარტივად იცნონ ერთგულმა კლიენტებმა;
  • გაყიდოთ თქვენი პროდუქტი & მომსახურება უფრო ძვირად;
  • მოიპოვოთ ცნობადობა და ლოიალობა ფართო აუდიტორიის მხრიდან;
  • განახორციელოთ ეფექტური ბრენდინგი და მარკეტინგული სტრატეგია

 

რაც მთავარია არ არსებობს წარმატებული ბრენდი, რომელსაც არ გააჩნია საკუთარი ლოგოს დიზაინი.

როგორ შევარჩიოთ ლოგო?

ლოგოს გაკეთება იწყება იდეით, რომელიც საფუძვლად უდევს ლოგოს დიზაინს.

მნიშვნელოვანია თქვენი ლოგო იყოს:

  • გამორჩეული;
  • განსხვავებული კონკურენტებისგან;
  • სწორად წარმოაჩენდეს თქვენს ბიზნესს;
  • ეფექტური დიზაინის მქონე
  • პოზიტიური ემოციების შემქმნელი

ლოგოს დამზადება ფასები

რა ღირს ლოგოს დამზადება ?

ლოგოების დამზადების ფასი დამოკიდებულია თქვენ მოთხოვნებზე: ლოგოს ტიპზე, სამუშაოს სირთულესა და ვადებზე.

საქართველოს ბაზარზე, ხარისხიანი ლოგოს დიზაინის ფასები მერყეობს 300-600 ლარის ფარგლებში, თუმცა ზოგიერთი მსხვილი სარეკლამო კომპანიის მომსახურება რამდენიმე ათასი ლარი ღირს, ასევე ყოველთვის არის შესაძლებელი დამწყები “Freelancer”-ის მოძიება, რომელიც 150-200 ლარადაც მზად არის შემოგთავაზოთ ლოგოს გაკეთება.

ჩვენი რჩევა: ლოგოს მნიშვნელობიდან გამომდინარე, თქვენი ბიზნესისთვის გირჩევთ არ დაზოგოთ 100 ან 150 ლარი და საქმე ანდოთ პროფესიონალ დიზაინერს ან კომპანიას.

მეორე მხრივ, ნუ შეხვალთ შეცდომაში და ნუ გადაიხდით იმავე ხარისხის სამუშაოში ათასობით ლარს.

შემსრულებლის შეფასების საუკეთესო ინდიკატორია მისი შესრულებული სამუშაოს გაცნობა, ასევე დარწმუნება, რომ ნამდვილად მისი შესრულებულია ეს ნამუშევრები.

ლოგოების დამზადება - პროცედურა

განვიხილოთ ლოგოების დამზადების სტანდარტული პროცედურა, რომელიც შეიძლება განსხვავდებოდეს, იმის მიხედვით, თუ ვინ არის შემსრულებელი და რაზე ხართ შეთანხმებულები.

I ეტაპი – სამუშაო მოცულობაზე შეთანხმება – ამ ეტაპზე ხდება, როგორც სამუშაოს მოცულობაზე შეთანხმება, ასევე ვადებზე და მომსახურების ღირებულებაზე, ფორმდება ხელშეკრულება და დამკვეთი რიცხავს საავანსო თანხას.

II ეტაპი – სამუშაო პროცესი – ამ ეტაპზე ხდება პირველადი ვარიანტების წარმოდგენა შემსრულებლის მხრიდან, ასევე დამკვეთის მხრიდან შეფასება და საკუთარი შენიშვნების წარდგენა.

III ეტაპი – სამუშაოს ჩაბარება – ამ ეტაპზე ხდება დამკვეთის საბოლოო შენიშვნის მიხედვით ლოგოს საბოლოო ვარიანტის ჩაბარება დამკვეთისთვის, ხოლო ამ უკანასკნელის მხრიდან საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელება.

ხშირად დასმული შეკითხვები ?

-აუცილებელია დამკვეთმა წინასწარ ჩარიცხოს ავანსი? 

როგორც წესი ავანსის გადახდა სავალდებულოა, ხოლო მისი ოდენობა დამოკიდებულია შემსრულებლის პირობებზე, მერყეობს 20%-დან 100%-მდე.

ერთი მხრივ, ავანსის გადახდა შესაძლოა გარკვეული რისკი იყოს დამკვეთისთვის.

თუმცა, მეორე მხრივ, ავანსი წარმოადგენს ერთგვარ გარანტს, რათა შემსრულებელი მშვიდად იყოს და მიუხედავად გაფორმებული ხელშეკრულებისა არ გახდეს არაკეთილსინდისიერი დამკვეთის მსხვერპლი.

მნიშვნელოვანია თავიდანვე შეარჩიოთ სანდო შემსრულებელი, ზუსტად შეთანხმდეთ ყველა პირობაზე, რათა არ შეგექმნათ რაიმე პრობლემა ამ კუთხით.

-რა ხდება თუ შემსრულებლის მიერ წარმოდგენილი არც ერთი ლოგოს დიზაინი არ მომეწონა?

აღნიშნული საკითხი უნდა შეთანხმდეს ხელშეკრულებაში, კერძოს ზუსტად უნდა მოილაპარაკოთ ლოგოს რამდენ ვარიანტს წარმოადგენს შემსრულებელი, ასევე დამკვეთის მიერ “არ მოწონების” შემთხვევაში, რა ვალდებულებები ექნება მას.

– ვის ეკუთვნის საავტორო უფლებები ლოგოს დიზაინზე?

მნიშვნელოვანია ხელშეკრულებაში ზუსტად განისაზღვროს, რომ ყველა საავტორო უფლება ეკუთვნის დამკვეთს, რაც თავიდან აგარიდებთ შესაძლოა იურიდიულ პრობლემეს მომავალში.

ლოგოს შეკვეთა & მზა ლოგოები

სანამ გადაწყვეტთ ლოგოს შეკვეთას და ასობით ლარის ინვესტირებას ამ საინტერესო და საჭირო საქმეში, ალტერნატივის სახით, შეგიძლიათ განიხილოთ “მზა ლოგოები”, რომელსაც გთავაზობთ Mediashop-ი.

ჩვენ კატალოგში განსაზღვრულია ათობით უნიკალური ლოგო, სხვადასხვა ტიპის ბიზნესისთვის, რომელთა ღირებულება არ აღემატება 99 ლარს.

თქვენ შეგიძლიათ შეცვალოთ ლოგოში არსებული სახელწოდება, ასევე ფერთა გამა.

ლოგოს ტიპები

როგორი უნდა იყოს თქვენი ლოგო?

წარმოგიდგენთ ლოგოს ძირითად ტიპებს:

1.ემბლემა – ეს არის ლოგო, რომლის ლოგოს დიზაინივიზუალშიც აქცენტი გაკეთებულია კონკრეტული გამოსახულებაზე, ეს შეიძლება იყოს, როგორც გამოგონილი ფიგურა, ასევე კონკრეტული მნიშვნელობის მქონე გამოსახულება.

ასეთი ლოგოს მაგალითებია: Apple & Mercedes-ის ლოგოები.

2.სახელწოდება & ემბლემა – ასეთ ლოგოებში 

გამოსახულია, როგორც ბრენდის სახელწოდება,ასევე ემბლემა, სხვადასხვა განლაგებით.

სახელწოდების ნაცვლად შესაძლებელია გამოყენებული იყოს აბრევიატურა ან ერთი ასო.

3.სახელწოდება  – ასეთ ლოგოებში გამოსახულია კომპანიის სახელწოდება, აბრევიატურა ან ერთი ასო, რომელიც ასოცირდება ბრენდთან. 

მსგავსი ტიპის ლოგოებში აქცენტი გაკეთებულია წარწერის ვიზუალზე და მისი გამოსახვის ფორმებზე.

ლოგოს დაცვა

როგორ დავიცვათ ლოგო კოპირებისგან და მიბაძვისგან?

აღნიშნულის საუკეთესო საშუალებაა მისი სასაქონლო ნიშნად რეგისტრაცია, რაც გარკვეულ ფინანსებსა და სხვა სამართლებრივ კრიტერიუმების დაკმაყოფილებას საჭიროებს.

კერძოდ, თქვენი ლოგო უნდა იყოს:

1.უნიკალური (განსხვავებული) – არ უნდა მოდიოდეს კონფლიქტში უკვე არსებულ სასაქონლო ნიშნებთან.

2.აღწერილობითი – ლოგო არ უნდა შეიცავდეს პროდუქტის ან მომსახურების აღწერილობით კომპონენტებს, მაგალითად: ჯანსაღი წვენი, ვაშლის წვენი და ა.შ.

3. არ უნდა შეიყვანოს შეცდომაში მომხმარებელი – მაგალითად: საქართველოში წარმოებულ პარფიუმერიაზე, ეიფელის კოშკის გამოსახულება შეიყვანს მომხმარებელს შეცდომაში საქონლის წარმოშობის მიმართ:

4. არ უნდა შეიცავდეს დაცულ ადგილწარმოშობის დასახელებას ან/და გეოგრაფიულ აღნიშვნას მაგალითად: ხვანჭკარას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც განმცხადებელი არის ამ დასახელების ან/და გეოგრაფიული აღნიშვნის გამომყენებელი პირი; 

5.არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს საჯარო წესრიგსა და ზნეობის აღიარებულ ნორმებს. მაგალითად: არ უნდა შეიცავდეს კომუნისტურ და ფაშისტურ სიმბოლიკებს:

 

რისთვის გვჭირდება ლოგო?

წარმოიდგინეთ, რომ თქვენ უკვე დაიწყეთ ბიზნესი, შეარჩიეთ სახელწოდება, შექმენით ლოგოს დიზაინი, ეს ყველაფერი მშვენიერია,  თუმცა სად და როგორ უნდა გამოიყენოთ თქვენი ლოგოტიპი? 

ლოგო არის პირველი რამ, რაც თქვენმა მომხმარებელმა თქვენს შესახებ უნდა იცოდეს.

რაც უფრო აქტიურად იყენებთ თქვენს ლოგოს, მით უფრო ცნობადი იქნება იგი თქვენი აუდიტორიისთვის.

სასურველია, რომ თქვენმა პოტენციურმა მომხამრებლებმა, რაც შეიძლება ბევრჯერ ნახონ თქვენი ლოგო, სანამ არ გააიგივებენ მას თქვენ ორგანიზაციასთან, პროდუქციასა თუ მომსახურებასთან.

მოდი, განვიხილოთ ის სივრცეები, სადაც თქვენი ლოგო აუცილებლად უნდა ჩანდეს.

ციფრული სივრცე

პირველი ადგილი, სადაც თქვენი ახალი ლოგო “დღის სინათლეს” იხილავს – არის ინტერნეტი, გამომდინარე იქიდან, რომ დღესდღეობით, ადამიანების უმრავლესობა თქვენს ბრენდთან ურთიერთქმედებას ციფრულ სივრცეში მოახდენს.

ვებსაიტი

ლოგო მნიშვნელოანი ადგილს დაიკავებს თქვენ ვებსაიტზე. მოათავსეთ იგი საიტის header-ში და თუ შესაძლებელია, სთხოვეთ თქვენს ვებ დიზაინერს, შექმნას sticky header-ი იმისათვის, რომ, როდესაც მომხმარებელი თქვენს ვებსაიტზე გადაადგილდება, თქვენი ლოგო მას ყველგან გაჰყვეს.

სოციალური მედია

თქვენი ლოგო, თქვენი სოციალური ქსელების ყველა პროფილზე უნდა იყოს გამოსახული.

ადამიანები უამრავ დროს სოციალურ ქსელებში ატარებენ (სმარტფონის მომხმარებლები, საშუალოდ, დღეში 13-ჯერ შედიან Facebook-ზე).

აქედან გამომდინარე, უნდა დარწმუნდეთ, რომ ყოველ ჯერზე, როდესაც მომხმარებლები თავიანთ სიახლეების ზოლს ათვალიერებენ, ისინი თქვენს ლოგოს აუცილებლად წააწყდებიან.

აპლიკაცია

თუ გაქვთ აპლიკაცია, გამოიყენეთ თქვენი ლოგო აპლიკაციის “აიქონზე”. შედეგად, თქვენი მომხმარებლები თქვენს ლოგოს ყოველ ჯერზე დაინახავენ, როდესაც თავიანთ მობილურებს დახედავენ.

სავიზიტო ბარათები

სავიზიტო ბარათი, ზოგ შემთხვევაში, პირველი რამაა, რაც პოტენციურ კლიენტს, მომხმარებელს ან კოლეგას თქვენგან და თქვენს ბიზნესთან აკავშირებს. აუცილებელია თქვენი სავიზიტო ბარათის ბრენდირება მოახდინოთ და დაბეჭდოთ მასზე თქვენი ლოგო, რათა ის პირველი იყოს, რასაც მომხმარებლები დაინახავენ, როდესაც თქვენს ბარათს მიიღებენ და თქვენთან დაკავშირებას გადაწყვეტენ.

პოსტერები

პოსტერები სოციალურ ქსელებში, რეკლამისთვის შესანიშნავი ინსტრუმენტია, ხოლო პოსტერების რეკლამირებისას, მათზე თქვენი ლოგო აუცილებლად უნდა იყოს გამოსახული.

სტიკერები

თუ შესაძლებელია, თქვენი ლოგოს დიდი ასლი თქვენი ოფისის ფოიეში დაბეჭდეთ. ან თქვენი ლოგოს სტიკერები კორპორაციულ მანქანას მიაკარით (ასეთის არსებობის შემთხვევაში) – ქუჩაში გადაადგილებისას ეს, ერთგვარი, “უფასო რეკლამა” იქნება.

ბანერები

სხვადასხვა ღონისძიებებსა და გამოფენა-გაყიდვებზე გასაშლელი ბანერების გამოყენება შესანიშნავი საშუალებაა, რათა ხალხის ყურადღება მიიპყროთ.

გამოიყენეთ თქვენი ლოგო მაქსიმალურად

დიზაინერთან მუშაობა თქვენთვის იდეალური ლოგოს მისაღებად, პირველი ნაბიჯია, ხოლო იმისათვის, რომ ამ ლოგოს პოტენციალი მაქსიმალურად გაზარდოთ, უნდა გამოიყენოთ იგი, რაც შეიძლება ბევრგან. დაბეჭდეთ ლოგო ყველგან, სადაც შესაძლებელია. რაც უფრო მეტ ადგილას გამოჩნდება თქვენი ლოგო, მით უფრო ეფექტური იქნება იგი თქვენი ბიზნესისთვის და თქვენს აუდიტორიაში სწორ ადამიანებს მოიზიდავს.

მსგავსი სტატიები:

სხვა სტატიები