მეილების ბაზები - Email მარკეტინგისთვის
იმეილ მარკეტინგი არის ერთ-ერთი მძლავრი მარკეტინგული მიმართულება, განსაკუთრებით B2B სფეროსთვის.
მისი სწორად გამოყენება, საშუალებას იძლევა დაუკავშირდეთ პოტენციურ მომხმარებელს და შესთავაზოთ თქვენი ბიზნესის მომსახურება და პროდუქცია.
წარმატებული Email მარკეტინგის განხორციელებისთვის აუცილებელია სწორად შერჩეული კომპანიების მეილების ბაზა.
როგორ შევარჩიოთ მეილების ბაზები?
1. ხარისხი, რაოდენობაზე მნიშვნელოვანია – შესაძლოა დაგზავნოთ ასი ათასი მეილი არამიზნობრივ აუდიტორიაზე და მეორე მხრივ დაგზავნოთ 1000 მეილი სწორად შერჩეული აუდიტორიის მიხედვით. ამ უკანასკნელ შემთხვევაში გამოხმაურება გაცილებით დიდი იქნება.
ამიტომაც მნიშვნელოვანია აქცენტის გაკეთდება ხარისხზე და არა რაოდენობაზე.
წინააღმდეგ შემთხვევაში, მეილების დაგზავნა და ამაში დახარჯული ფინანსები შედეგს არ მოგიტანთ.
2. მოაგროვეთ თქვენ თვითონ – გამოყავით დრო, მოიძიეთ კომპანები ინტერნეტ ცნობარებში, გუგლის საძიებო სისტემაში და სხვა ინტერნეტ რესურსების მეშვეობით.
აღნიშნულში დახარჯული თითოეული წუთი აუცილებლად მოგიტანთ სათანადო უკუგებას.
3. შეიძინეთ ხარისხიანი მეილების ბაზები – მეილების მოძიებასთან ერთად თქვენ შეგიძლიათ შეიძინოთ მეილების ბაზები
აუცილებლად გაითვალისწინეთ რამდენიმე გარემოება:
– შეიძინეთ მცირე რაოდენობით – გატესტეთ და მხოლოდ ამის შემდგომ მიიღეთ გადაწყვეტილება უფრო დიდი ბაზის შეძენაზე.
– შეიძინეთ მხოლოდ ისეთი ბაზები, რომელთა გამოყენებაც შესაძლებელია პირდაპირი მარკეტინგისთვის, საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით.
– შეიძინეთ ბაზები სანდო წყაროებიდან, შეამოწმეთ გამყიდველი სუბიექტი, ნუ გადაუხდით თანხებს საეჭვო პირს ან პირებს.