mediashop

ფეისბუქის მართვა - როგორ გავაპიაროთ გვერდი?

ფეისბუქის მართვა – ერთ დროს ბევრისთვის არასერიოზული საშუალება, რომელიც გადაიქცა მთავარ მარკეტინგულ ხელსაწყოდ ქართული ბიზნესისთვის.

რა გულისხმობს ფეისბუქ გვერდის მართვა და როგორ გავაპიაროთ ჩვენი ბიზნეს გვერდი ?

სწორედ ამ საკითხების განვიხილავთ დეტალურად ამ სტატიაში და მოგცემთ კონკრეტულ რჩევებს, მათ შორის ისეთ კითხვებს გავცემთ პასუხს, როგორიცაა:

  • რა ღირს ფეისბუქის მართვა?
  • რას მოიცავს მომსახურება?
  • რა შედეგებს მივიღებთ ფეისბუქის გვერდის მართვის შედეგად?
 
ასევე დაგაინტერესებთ – რეკლამა ფეისბუქზე 2022 წელს

რას მოიცავს ფეისბუკის მართვა?

ფეისბუქის მართვა მოიცავს შემდეგ კომპონენტებს:

1. ფეისბუქის ბიზნეს გვერდის შექმნა პირველადი მოწესრიგება – ტექნიკურად და ვიზუალურად გამართვა

2.სტრატეგიის შემუშავება

2.სარეკლამო კონტენტის შექმნა – ფოტო-ვიდეო და ტექსტური მასალები.

3. რეკლამის გაშვება და მართვა თვის განმავლობაში

4. რეპორტინგი შედეგების შესახებ

ფეისბუქის მართვა

რას მივიღებ ფეისბუქის მართვის შედეგად?

ფეისბუქ გვერდის ადმინისტრირება მიმართულია კომპანიის მიზნების მისაღწევად, როგორიცაა:

  • გაყიდვების ზრდა
  • ცნობადობის ზრდა
  • პროდუქციის & მომსახურების გაცნობა ფართო აუდიტორიისთვის
  • გათამაშებებისა და შეჯიბრებების მოწყობა 

რა ღირს ფეისბუქის მართვა?

რა ღირს ფეისბუქის მართვა, ეს არის პირველი შეკითხვა, რომელიც აინტერესბს ნებისმიერი ბიზნესის წარმომადგენელს.

ფეისბუქ გვერდის ადმინისტრირების ღირებულება დამოკიდებულია თქვენ მიზნებსა და სამუშაოს მოცულობაზე.

ქართული კომპანიების მინიმალური თვიური მომსახურება მერყეობს 500 ლარიდან 3000 ლარამდე.

ალტერნატივის სახით შეგიძლიათ დაიქირაოთ შიდა კადრი (ფეისბუქის ადმინისტრატორი), რომლის ანაზღაურებას დაემატება საშემოსავლო და საპენსიო გადასახადი. ასეთი კადრის დაქირავების მინიმალური ხარჯია 1300 ლარი.

რაც შეეხება სარეკლამო ხარჯს, რასაც უხდით თავად ფეისბუქს, მინიმალური თვიური ბიუჯეტი შეადგენს 100-150$.

ფეისბუკ გვერდის მართვა

ფეისბუქის ბიზნესი გვერდის მართვა სხვადასხვა სფეროში

წარმოგიდგენთ რამდენიმე რჩევებს, რამდენიმე ბიზნესის ფეისბუქ გვერდის მართვის მიმართულებით:

სამშენებლო Facebook გვერდის მართვა

სამშენებლო ბიზნესი, როგორც ქართული ეკონომიკის ერთ-ერთი ლოკომოტივი აქტიურად იყენებს და საჭიროებს ფეისბუქ მარკეტინგს.

ძირითადი აქცენტები: 

– გვერდის ვიზუალი – თითქმის ყველა, მცირე, საშუალო თუ მსხვილ სამშენებლო კომპანის გააჩნია საკუთარი ფეისბუქ გვერდი, თუმცა მათგან 80%-ის ვიზუალი პრიმიტიულია, მეორე მხრივ სწორედ ვიზუალი განაპირობებს მომხმარებლის პირველად დაინტერესებას თქვენი შემოთავაზებით.

გვერდის ვიზუალი გულისხმობს: პროფილისა და ქოვერის დიზაინს, გვერდზე განთავსებული კონტენტის (პოსტების) ვიზუალს, ფოტო-ალბომებისა და ვიდეო რგოლების ვიზუალს და ა.შ.

-გვერდის ტექნიკური მხარე – საკონტაქტო ინფორმაცია, კომუნიკაციის არხები და გვერდის სხვა ტექნიკური ასპექტების მოუწესრიგებლობა აღიზიანებს მომხმარებლს და შესაძლოა მან საერთოდ გადაიფიქროს თქვენთან კომუნიკაცია, თუ მაგალითად ვერ შეძლო ნომრის ნახვა ან მოგწერათ მესენჯერში და მიიღო გაურკვეველი შინაარსის ავტომპასუხის შეტყობინება.

– ბრენდირებული სარეკლამო პოსტები – ათასობით კოპანია არეკლამებს სხვადასხვა ხარისხის და შინაარსის პოსტებს, თქვენ მხოლო 2-3 წამი გაქვთ, რათა დააინტერესოთ მომხმარებელი.

ამ პერიოდში იგი ვერ მოასწრებს თქვენი შეთავაზების წაკითხვას, მისი ყურადღების მისაქცევად გამორჩეული და ეფექტური პოსტის ვიზუალია საჭირო.

იმის შემდეგ, რაც ვიზუალი მიიქცევს მის ყურადღებას, მას საინტერესო და სასარგებლო შეთავაზება უნდა ახლდენს თან, რასაც დიდი ალბათობით კომუნიკაციაც მოყვება, თუ მომხმარებელს სურს თქვენი პროდუქტის შეძენა.

– რეალური ფოტო-ვიდეო – სამშენებლო ბიზნესისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რეალური ფოტო-ვიდეო მასალების განთავსება გვერდზე, ეს შეიძლება იყოს, როგორც შესრულებული ნამუშევრები, ასევე მშენებლობის მიმდინარე პროცესის ამსახველი მასალები.

-ეფექტური კომუნიკაცია – ასეთი ტიპის კომპანიებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მომხმარებელთან ეფექტური კომუნიკაცია, მათ შორის ფეისბუქის გვერდის მეშვეობით, სადაც შემოვა საკმაოდ ბევრი მესიჯი და კომენტარი.

საჭირო იქნება სწრაფი და სრულყოფილი პასუხის გაცემა, ისეთი პირის მიერ, რომელის სრულიად ფლობს ინფორმაციას კომპანიის შემოთავაზებებისა და შესაძლებლობების შესახებ, ამავდროულად გააჩნია პირდაპირი მოტივაცია განახორციელოს გაყიდვები.

ცუდი ან არასაკმარისი კომუნიკაცია განაპირობებს პოტენციური მომხმარებლების 80%-ზე მეტის ინტერესის შემცირებას, მათ შორის, ცუდი კომუნიკაციით განაწყენებული მომხმარებლის 40% აღარ დაინტერესდება მომავალში თქვენი კომპანიის შემოთავაზებებით.

გახსოვდეთ, რომ ეფექტური კომუნიკაციისთვის არ არის საკმარისი მხოლოდ მონდომება და ინფორმაციის ცოდნა, ამისთვის საჭიროა შესაბამისი გამოცდილება და წერითი უნარ-ჩვევების ქონა.

სამედიცინო გვერდის ადმინისტრირება

სამედიცინო სფეროს წილი ქართულ ბიზნესში საკმაოდ დიდია, მათ შორის ისეთი მიმართულებები, როგორიცაა:

სამედიცინო ტექნიკა, პრეპარატები, სხვადასხვა პროფილის კლინიკები, ასევე ცალკე გამოსაყოფია სტომატოლოგიური მიმართულება.

ძირითადი აქცენტები:

-ფეისბუქ გვერდის ვიზუალი და ტექნიკური მხარე – 

-სარეკლამო პოსტების ვიზუალი და შინაარსი

-აქციები & შეთავაზებები

-კომუნიკაცია

რესტორნის & საკვები ობიექტის FB გვერდის მართვა

-ფეისბუქ გვერდის ვიზუალი & ტექნიკური მხარე

– სარეკლამო პოსტების ვიზუალი და შინაარსი

-მეტი ვიზუალიზაცია 

– რეკლამის მიზნობრიობა

– კომუნიკაცია

ლოგისტიკური კომპანიის გვერდის მართვა

ფეისბუქის მართვა ლოგისტიკური კომპანიებისთვის სპეციფიკურ მიზნებს ემსახურება, რადგან შეთავაზებული მომსახურება არ არის მასობრივი, საჭიროა სწორი შინაარსის რეკლამის, სწორ დროს და ადგილას მიწოდება.

-ბრენდინგი

-გვერდის ვიზუალი & ტექნიკური მხარე

-რეკლამის შინაარსი და მიზნობრიობა

– მოლოდინები

-კომუნიკაცია

Facebook გვერდის მართვა ფასი & პირობები

Facebook-ის მართვა ორ ფინანსურ კომპონენტს მოიცავს:

1. ფეისბუქის გვერდის ადმინისტრირების ღირებულება – ეს არის მომსახურება, რომელსაც იღებთ მესამე პირისგან ან დაქირავებული კადრისგან.

მარკეტინგული აუთსორსის შემთხვევაში, ანუ როდესაც მომსახურებას გიწევთ მესამე პირი, გვერდის მართვის ღირებულება იწყება 400 ლარიდან, გააჩნია ორგანიზაციის გამოცდილებას და მათ მიერ შემოთავაზებულ პირობებს.

დაქირავებული კადრი შესაძლოა იყოს ადგილზე მომუშავე, როდესაც ოფისში დადის კადრი ან დისტანციურად მომუშავე. პირველ შემთხვევაში, მინიმალური ბიუჯეტი იქნება 1300 ლარი (საშემოსავლოსა და საპენსიოს ჩათვლით), ხოლო მეორე შემთხვევაში 750 ლარი (საშემოსავლოსა და საპენსიოს ჩათვლით).

2.რეკლამის ბიუჯეტი – რასაც უშუალოდ ფეისბუქს უხდით, რათა თქვენი რეკლამა გამოუჩნდეს აუდიტორიას. მისი მოცულობა განსხვავდება თქვენი მიზნების და შესაძლებლობების მიხედვით, თუმცა ჩვენ გირჩევთ, რომ 100$-ზე ნაკლების დახარჯვა თვეში არ არის რეკომენდირებული.

გაიგე მეტი ფეისბუქ რეკლამის შესახებ

 

სხვა სტატიები