mediashop

რეკლამა ფეისბუქზე - როგორ მუშაობს Facebook რეკლამა?

რას მოიცავს რეკლამა ფეისბუქზე და რატომაა ფეისბუქ რეკლამა ყველაზე ეფექტური სარეკლამო ხელსაწყო საქართველოში?

სწორედ ამ საკითხების განვიხილავთ დეტალურად ამ სტატიაში და მოგცემთ კონკრეტულ რჩევებს, მათ შორის ისეთ კითხვებს გავცემთ პასუხს, როგორიცაა:

  • რატომ ფეისბუქ რეკლამა?
  • რას მოიცავს რეკლამა ფეისბუქში?
  • რა ღირს Facebook რეკლამირება?
 
ასევე დაგაინტერესებთ: როგორ ვმართოთ ფეისბუქის გვერდი?
ფეისბუქ რეკლამა

რატომ ფეისბუქ რეკლამა?

ფეისბუქი არის ყველაზე პოპულარული სოციალური მედია პლატფორმა, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოს მასშტაბით.

რეკლამა ფეისბუქში იძლევა საუკეთესო შესაძლებლობას ბიზნესისთვის, მიიქციოს პოტენციური მომხმარებლის ყურადღება, საინტერესო ვიზუალური და ტექსტური მასალებით (კონტენტით).

ფეისბუქ რეკლამა საშუალებას იძლევა მიაღწიოთ სამი მთავარი მიზანი:

  1. ცნობადობის ზრდა – ეს არის ერთ-ერთი მთავარი მიზანი ნებისმიერი ბრენდისთვის, რადგან ცნობადობის ზრდა არსებითად განაპირობებს ლოიალური მომხმარებლების ზრდას. 
  2. პოტენციურ მომხმარებელთან კომუნიკაცია – Facebook რეკლამირება საშუალებას იძლევა შეხვიდეთ მომხმარებელთან კომუნიკაციაში სხვადასხვა პოსტების, ვიზუალების, ტექსტებისა და მესიჯების მეშვეობით. 
  3. გაყიდვების ზრდა – ყველა მარკეტინგული ღონისძიება არის მიმართული მთავარი მიზნისკენ – გაყიდვებისა და შესაბამისად მოგების ზრდისკენ. ფეისბუკ რეკლამა ამ მიზნის მიღწევაში საუკეთესო იარაღია.

 

რაც უფრო ეფექტურია ფეისბუქის რეკლამა, მით უფრო სწრაფად და ეფექტურად ხდება ყველა ზემოთ ჩამოთვლილი მიზნის მიღწევა. 

გახსოვდეთ, რომ ფეისბუქის გვერდი ყველა თქვენ კონკურენტს აქვს, ყველას შეუძლია რეკლამის გაშვება, თუმცა რეალური შედეგების მიღება დამოკიდებულია სხვადასხვა ფაქტორზე, როგორიცაა: ეფექტური კონტენტი, სწორი სარეკლამო სტრატეგია და რაც მთავარია – გამორჩეულად ეფექტური რეკლამა.

რას მოიცავს რეკლამა ფეისბუქში?

Facebook რეკლამირების დელეგირება სარეკლამო სააგენტოზე საშუალებას გაძლევთ თქვენი ენერგია და დრო მიმართოთ საკუთარი პროდუქტების და მომსახურების განვითარებაზე.

ამავდროულად, მიიღოთ პროფესიონალური მომსახურება, რომელიც მიმართული იქნება მაქსიმალური შედეგების მიღებაზე.

რას მოიცავს ფეისბუქ რეკლამირების სერვისი?

1.ფეისბუქ რეკლამის სტრატეგიის შემუშავება

ბევრი თქვენი კონკურენტი ქაოტურად არეკლამებს ფეისბუქზე, შესაბამისი მარკეტინგული სტრატეგიისა და გეგმის გარეშე, რაც მათ უჯდებათ უფრო მეტი ფინანსები და ნაკლები შედეგები.

იმისათივს, რომ თქვენი სარეკლამო აქტივობა იყოს მაქსიმალურად ეფექტური, მნიშვნელოვანია კვლევა, რასაც დაეყდნობა ფეისბუქ მარკეტინგის სტრატეგია, რომლის განხორციელების ეფექტურობაც პირდაპირპროპორციული იქნება იმ მიზნების მიღწევაზე, რაც თქვენ წინაშე დგას.

სწორედ ამ ეტაპზე განისაზღვრება, თუ რა ტიპის კონტენტი უნდა შეიქმნას, რა მეთოდებითა და ფორმატით განხორციელდეს რეკლამირება და სხვა.

2.სარეკლამო კონტენტის შექმნა

რაც უფრო ხარისხიანია სარეკლამო კონტენტი, მით უფრო ეფექტურად ხორციელდება რეკლამა.

მნიშვნელოვანია, როგორც ტექნიკური დეტალები, ასევე ვიზუალური კომპონენტები.

ტექნიკურ დეტალებში საუბარია, ფოტო-ვიდეო მასალების ზომებზე, ფორმატსა და სხვადასხვა მოწყობილობასთან თავსებადობაზე.

ვიზუალური კომპონენტები მოიცავს: ფერთა გამის სწორად შერჩევას, ვიზუალურ მესიჯს, ფსიქოლოგიურ ფაქტორებს და სხვა.

3. რეკლამის გაშვება და მენეჯმენტი

ბიზნეს გვერდის რეკლამირება ფეისბუქზე საჭიროებს გარკვეულ ცოდნასა და გამოცდილებას.

სწორედ გამოცდილება იძლევა საშუალებას, მიიღოთ მაქსიმალური შედეგები, თქვენი ბიუჯეტიდან გამომდინარე, თანაც ისე, რომ არ გამოვლინდეს რაიმე შეფერხება ან პრობლემა, რასაც ხშირად აქვს ადგილი, როდესაც რეკლამა ხორციელდება გამოუცდელი ან/და დამწყები პირების მიერ.

როდესაც ვსაუბრობთ ფეისბუქ რეკლამაზე, მხოლოდ “დაბუსტვა” არ არის საკმარისი, მნიშვნელოვანია ასევე რეკლამის მონიტორინგი და საჭირო კორექტირებების გაკეთება.

ასევე თუ სარეკლამო კამპანია ცუდათ მუშაობს, ამის შემჩნევა და დროულად გათიშვა, რათა არ დაიხარჯოს ზედმეტი ფინანსები.

4. შედეგების შეჯამება და კორექტირება

იმისთვის, რომ თქვენი სარეკლამო აქტივობა მუდმივად ვითარდებოდეს, საჭიროა ყოველთვიურად შეჯამდეს შედეგები, მოხდეს ხარვეზების პოვნა და მათი გამოსწორება.

დაკავშირებული სტატიაროგორ შევქმნათ ფეისბუქის ბიზნეს გვერდი?

რა ღირს Facebook რეკლამირება?

რა ღირს რეკლამა ფეისბუქზე? ეს არის შეკითხვა, რომელიც ყველას პირველ რიგში აინტერესებს.

Facebook რეკლამის ღირებულება ორ ძირითადი კომპონენტისგან შედგება:

1. სარეკლამო მომსახურება – ეს არის თანხა, რასაც უხდით იმ ადამიანს ან კომპანიას, რომელიც უშუალდო ახორციელებს სარეკლამო აქტივობას თქვენ ფეისბუქ გვერდზე.

ეს შეიძლება იყოს, როგორც კომპანიაში დაქირავებული ადამიანი, ისე კომპანია ან ფიზიკური პირი, რომელიც ახორციელებს აუთსორსინგს.

დაქირავებული პირის შემთხვევაში, თქვენ ასევე უნდა გაითვალისწინოთ საშემოსავლო & საპენსიო ხარჯები, აღნიშნულის გათვალისწინებით, მინიმალური ბიუჯეტია 1300 ლარი, საშუალოზე დაბალი დონის სპეციალისტის დასაქირავებლად, რომელსაც შეუძლია სარეკლამო კონტენტის შექმნა და გააჩნია გარკვეული გამოცდილება რეკლამირებაში.

შედარებისთვის, იმავე თანხით, თქვენ შეძლებთ კომპანიის დაქირავებას, საიდანაც მიიღებთ გაცილებით მაღალი დონის მომსახურებას, რადგან თქვენ გემსახურებათ ფეისბუქ რეკლამირებაში დახელოვნებული გუნდი, თუმცა კომპანიის შერჩევისას ყურადღებაა გამოსაჩენი, აუცილებელია გაეცნოთ მათ რეალურ ნამუშევრებს.

ამავდროულად, თუ მცირე ბიუჯეტი გაქვთ, კომპანიის ან ფიზიკური პირზე აუთსორსინგი არის ერთადერთი გონივრული ვარიანტი, რაშიც მინიმუმ 500 ლარის გამოყოფა დაგჭირდებათ თვის განმავლობაში.

2. სარეკლამო ბიუჯეტი

მეორე კომპონენტი რისგანაც შედგება Facebook რეკლამის ფასი, ეს არის სარეკლამო ბიუჯეტი, რასაც განათავსებთ თქვენი კომპანიის საბანკო ბარათზე და რომლის გამოყენებაც მოხდება სარეკლამო აქტივობაში, თვის განმავლობაში.

სარეკლამო ბიუჯეტის ოდენობა დამოკიდებულია კომპანიის მიზნებზე, ასევე პროდუქტზე, ბაზარზე არსებულ მოთხოვნა-მიწოდების შეფარდებაზე და სხვა ფაქტორებზე.

ყველაზე მინიმალური სარეკლამო ბიუჯეტია 100-150$ თვეში, რასაც ემატება 18% დღგ.

 

როგორ გავზარდოთ FB გვერდის ცნობადობა? ტოპ 3 რჩევა

როგორ გავზარდოთ Facebook გვერდის ცნობადობა ? წარმოგიდგენთ ტოპ 3 რჩევას:

1. ხარისხიანი კონტენტის შექმნა – კონკურენცია უზომოდ დიდია ფეისბუქის სივრცეში, რადგან ყველა თქვენი კონკურენტი უკვე აქტიურად არეკლამებს, ცდილობს იყოს გამორჩეული და თქვენზე ეფექტურად გამოიყენოს ეს პლატფორმა.

ამიტომაც, მნიშვნელოვანია თქვენი სარეკლამო კონტენტი, ანუ მასალა იყოს მათგან გამორჩეული, პროფესიონალურად შედგენილი, ორიენტირებული თქვენს მიზნებსა და გაყიდვების ზრდაზე.

2. მიზნობრივი რეკლამის განხორციელება – არამიზნობრივი რეკლამა წააგავს ჰაერში ნასროლ ფეირვერკს, რომელიც მიფრინავს უკიდეგანო სივრცეში და სადღაც იკარგება. 

რა აზრი აქვს ისეთ რეკლამას, რომელიც არასწორ აუდიტორიაზე ეშვება, რომელსაც არ აინტერესბს მისი შინაარსი და რომც მოიწეროს ასეთმა მომხმარებელმა, მისგან შეძენის გადაწყვეტილება სათუოა.

ამიტომაც, მნიშვნელოვანია თქვენი რეკლამ გაეშვას იქ, სადაც მას ელიან და აინტერესებთ, ამისთვის მიზნობრივი რეკლამის გაშვებაა საჭირო.

3. კომუნიკაცია მომხმარებელთან – ცუდი კომუნიკაცია წყალში ჩაგიყრით ყველაფერს, რაც მანამდე გააკეთეთ, კერძოდ თქვენ უთმობთ საკმაოდ დიდ დროსა და ფინანსებს, რათა კომუნიკაციაში შეხვიდეთ პოტენციურ მომხმარებელთან.

როდესაც ისინი იწერებიან, ხშირად პასუხი არასრულყოფილი, დაგვიანებული, ხშირად უხეში და ზედმეტად მოკლეა, რაც ხელს უშლის დაინტერესებული მომხმარებლის რეალურ კლიენტად ქცევას.

ასევე დაგაინტერესებთ: Facebook გვერდის მართვა – როგორ გავაპიაროთ?

მსგავსი სტატიები

სხვა სტატიები