mediashop

ჯერ არ გაქვთ მარკეტინგული სტრატეგია?

მარკეტინგული სტრატეგიაეფექტური მარკეტინგული სტრატეგია საშუალებას გაძლევთ გაზარდოთ თქვენი კომპანიის გაყიდვები, თანაც ისე, რომ ზოგავს თქვენ ფინანსებს და რაც მთავარია დროს.

როგორ?

  • სწორი მიზნობრიობით (ტარგეტირება) – ზუსტად არის განსაზღვრული თქვენი პოტენციური მომხმარებლის ნიშან-თვისებები და ქცევა, რის მიხედვითაც იგეგმება მიზნობრივი მარკეტინგული ღონისძიებები.
  • კომუნიკაციის არხები – როდესაც ზუსტად იცით ვინ არის თქვენი პოტენციური მყიდველი, უფრო მარტივია სათანადრო კომუნიკაციის არხების განსაზღვრა, როგორიცაა სოციალური მედია, იმეილ მარკეტინგი, სმს მარკეტინგი და სხვა.
  • სწორი ბიუჯეტირება – დიდი ბიუჯეტის დახარჯვა, არ ნიშნავს წარმატებას, თუ თანხები არასწორედ არის განაწილებული, ისეთ აქტივობაზე,რომელსაც არ მოაქვს კონკრეტული შედეგები. სწორი ბიუჯეტის შედგენა დაგეხმარებათ დახარჯოთ 70%-ით ნაკლები და მიიღოთ 120%-ით მეტი.
  • კონტროლის მექანიზმები – სწორად შედგენილი მარკეტინგული გეგმა, საშუალებას გაძლევთ შეაფასოთ მიმდინარე აქტივობები, მოკლე, საშუალო და გრძელვადიანი პერსპექტივით და მოახდინოთ შესაბამისი კორექტირებები ეფექტურობის გასაზრდელად.
  • ანალიტიკური ხელსაწყოები – კონტროლის განხორციელებაში გეხმარებათ ანალიტიკური ხელოსაწყოები და რეპორტინგის სისტემა, რაც წინასწარ განისაზღვრება თქვენ მარკეტინგულ სტრატეგიაში.

ყველაფერი ეს, ერთობლივად ქმნის ძლიერ იარაღს ნებისმიერი ბიზნესისთვის განახორციელოს ეფექტური მარკეტინგული სტრატეგია, შედეგად მიიღოს მეტი მოგება, ნაკლები დანახარჯებით.

როგორ დავწეროთ მარკეტინგული გეგმა?

როგორ შევქმნათ მარკეტინგული გეგმა?  გთავაზობთ ძირითად მონახაზს:

კომპანიის მიზნები

ყველაფერი იწყება მიზნებით. განსაზღვრეთ თქვენი კომპანიის მოკლევადიანი, საშუალო და გრძელვადიანი მიზნები, რომელთა მიღწევაც გსურთ მარკეტინგული აქტივობის შედეგად.

გახსოვდეთ, რომ მიზნების გარეშე მოქმედება არის ქაოტური და ძვირი.

პოტენციური მომხმარებელი

ვინ არის თქვენი პოტენციური მომხმარებელი? რამდენად კარგად იცნობთ მათ, როგორ მოქმედებენ, როგორი ჩვევები აქვთ, სად ეძებენ თქვენ პროდუქტს / მომსახურებას?

ამ ყველაფრის ცოდნა დაგეხმარებათ იყო სწორ ადგილას, სწორ დროს- იქ სადაც თქვენი მომხმარებლები დაგხვდებათ.

სამოქმედო გეგმა

სამოქმედო გეგმა გულისხმობს ნაბიჯების ერთობლიობას, რაც ემსახურება დასახული მიზნების მიღწევას.

საიტის შექმნა, სოც. მედიის მართვა, კონტენტ მარკეტინგის განხორციელება და სხვა.

ბიუჯეტირება

ფინანსური რესურსები ყოველთვის შეზღუდულია ამიტომაც მნიშვნელოვანია დავხარჯოთ რაც შეიძლება ნაკლები, მაქსიმალური შედეგის მიღების ფონზე.

ამ მიზნის მიღწევა წინასწარ გეგმის გარეშე შეუძლებელია.

რაც უფრო სწორად გაქვთ შედგენილი ბიუჯეტი, მით უფრო ეფექტურად ხდება თქვენი ფინანსების გამოყენება.

კონტროლის მექანიზმები

კარგი გეგმა კარგია, თუმცა მისი კონტროლის და შეფასების გარეშე, შესაძლოა ყველაფერი ისე არ წავიდეს, როგორც დაგეგმილი გაქვთ.

ამიტომაც, მნიშვნელოვანია განისაზღვროს მარკეტინგული აქტივობის შეფასების ხელსაწყოები და პერიოდულობა.

გსურთ მარკეტინგული გეგმის შედგენა? 

გაეცანი უფასო ნიმუშს ან შეიძინე ჩვენ მიერ მომზადებული მარკეტინგული სტრატეგია საუკეთესო ფასად.

 

სხვა სტატიები