mediashop

რეკლამა სოციალურ მედიაში 2024 წელს

რეკლამა სოციალურ მედიაში – ყველაზე თანამედროვე და ეფექტური სარეკლამო ხელსაწყოა, რომელიც საშუალებას გაძლევთ გაზარდოთ გაყიდვები, სწრაფად და იაფად.

ამ სტატიაში ისეთ კითხვებს გავცემთ პასუხს, როგორიცაა:

  • რას გულისხმობს რეკლამა სოციალურ ქსელში ?
  • რომელი სოციალური პლატფორმებია ყველაზე ეფექტური საქართველოში?
  • რა ღირს რეკლამა სოციალურ მედიაში?
  • რა არის საჭირო სოციალურ მედიაში რეკლამირებისთვის?
 
ასევე დაგაინტერესებთ – რეკლამა ფეისბუქზე

რას გულისხმობს რეკლამა სოციალურ ქსელში?

სოციალური რეკლამა ხორციელდება სოციალური პლატფორმების მეშვეობით, როგორიცაა: ფეისბუქი, ინსტაგრამი, იუთუბი და სხვა.

რეკლამა სოციალურ ქსელებში ხასიათდება სამი ძირითადი უპირატესობით:

1.მაღალი მიზნობრიობა

2.ნაკლები ფულადი ხარჯი

3.დრო & სივრცე

რეკლამა სოციალურ მედიაში

სად ჯობია რეკლამის გაშვება?

სარეკლამო პლატფორმა განისაზღვრება სხვადასხვა კრიტერიუმების მიხედვით:

  • რა მიზნით არეკლამებთ
  • ვინ არის მიზნობრივი აუდიტორია
  • რამხელა სარეკლამო ბიუჯეტი გაქვთ

თუ თქვენი ბიუჯეტი მინიმალურია ან ახლა იწყებთ საქმიანობას და გსურთ სატესტო რეკლამის გაშვება, საქართველოში ყველაზე ეფექტური საშუალებაა ფეისბუქ რეკლამა.

სხვა ალტერნატივები:

Instagram-ზე რეკლამირება

Tiktok-ში რეკლამირება

რეკლამა Youtube-ზე

რა ღირს რეკლამა სოც. მედიაში?

რა ღირს რეკლამა სოციალურ ქსელებში, ეს არის პირველი შეკითხვა, რომელიც აინტერესბს ნებისმიერი ბიზნესის წარმომადგენელს.

სოციალური რეკლამის ფასი დამოკიდებულია თქვენ მიზნებსა და სამუშაოს მოცულობაზე, ასევე პლატფორმაზე, სადაც გსურთ დარეკლამება.

ქართული კომპანიების მინიმალური თვიური მომსახურება მერყეობს 500 ლარიდან 5000 ლარამდე.

ალტერნატივის სახით შეგიძლიათ დაიქირაოთ შიდა კადრი & კადრები მარკეტინგის მენეჯერი), რომლის ანაზღაურებას დაემატება საშემოსავლო და საპენსიო გადასახადი. 

ასეთი კადრის, მეტნაკლებად გამოცდილის, დაქირავების მინიმალური ხარჯია 1600 ლარი.

რაც შეეხება სარეკლამო ხარჯს, რასაც უხდით თავად ფეისბუქს ან სხვა პლატფრომას, მინიმალური თვიური ბიუჯეტი შეადგენს 150$.

გაინტერესებთ უფრო დეტალური ინფორმაცია? დაგვიკავშირდით – 555 38 18 89

რა არის საჭირო სოციალურ მედიაში რეკლამირებისთვის?

საინტერესოა თუ რა კომპონენტების ერთობაა საჭირო, იმისთვის, რომ განახორციელოს ხარისხიანი რეკლამა სოციალურ ქსელებში.

მარკეტინგული სტრატეგია – დაუგეგმავი საქმიანობა არის ქაოტური, იხარჯება უფრო მეტი თანხები და სხვა რესურსები, მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი – დრო

გამოცდილება – რაც უფრო გამოცდილია პირი, რომელიც ახორციელებს რეკლამას, მით უფრო შედეგიანი ასეთი რეკლამა.

სწორი ბიუჯეტირება – ბევრი თანხის დახარჯვა, სწრაფად და ყველა პლატფორმაზე, ეს არის ყველაზე ცუდი, რაც შეიძლება გააკეთოთ.

სოციალურ მედიაში რეკლამირების ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტია – სწორ დროს, საკმარისი რაოდენობის თანხის ინვესტირება – კონკრეტული შედეგების მისაღებად.

 

როგორ ხორციელდება რეკლამა სოც ქსელებში?

რა ეტაპების მოიცავს სოც მედია რეკლამა? მოდით განვიხილოთ თითოეული ეტაპი:

1.დაგეგმვა – ორგანიზაციის საქმიანობის ანალიზი, მიზნების განსაზღვრა, პოტენციური მყიდველის პორტრეტის შექმნა, კონკურენტების ანალიზი და მარკეტინგული სტრატეგიის დასახვა.

2.ხარისხიანი სარეკლამო კონტენტის შექმნა – ფოტო-ვიდეო რეკლამა, მათი ტექსტური ნაწილი და შინაარსი.

3. რეკლამის გაშვება სოციალური მედიის გვერდებზე & მონიტორინგი 

4. შეფასება, ანალიზი კორექტირება

ყველა ეს ეტაპი არის მნიშვნელოვანი და რომელიმეს გამოტოვება ან არაჯეროვნად განხორციელება, ნეგატიურ გავლენას მოახდენს საბოლოო შედეგებზე.

გსურთ თქვენი რეკლამა სოციალურ ქსელებში იყოს წარმატებული? დაგვიკავშირდით დღესვე – 555 38 18 89

სხვა სტატიები