mediashop

სტატიის თემები

სეო ოპტიმიზაცია - რა და რატომ?

სეო ოპტიმიზაცია ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური მარკეტინგული სფეროა, რომელიც საშუალებას აძლევს ნებისმიერი ბიზნესს დაუკავშირდეს პოტენციურ მომხმარებელს, მინიმალური ფინანსური დანახარჯით.

როგორ მუშაობს SEO ოპტიმიზაცია?

პირველ რიგში დაგჭირდებათ ტექნიკურად და ფუნქციურად გამართული საიტის შექმნა.

საიტის ოპტიმიზაცია ხორციელდება ისე, რომ Google-ის და სხვა საძიებო სისტემებში თქვენ მიერ შერჩეული ფრაზები გამოუჩნდეს მომხმარებელს მოწინავე პოზიციებზე.

მაგალითად, თუ ფლობთ სამშენებლო ბიზნესს, თქვენ საქმიანობასთან დაკავშირებული ფრაზებია: “სახლის მშენებლობა” , “ბინის რემონტი” და ა.შ.

ამდენად, თქვენი საიტის სეო სტრატეგიის მიზანია ამ ფრაზების ძიებისას, თქვენი საიტი ამოვარდეს რაც შეიძლება მაღალ პოზიციაზე.

სეო ოპტიმიზაცია

რა ეტაპებისგან შედგება სეო მომსახურება?

SEO მარკეტინგი რამდენიმე ძირითადი ეტაპისგან შედგება:

1.კვლევა და სტრატეგიის შემუშავება

2.საიტის პირველადი ტექნიკური ოპტიმიზაცია

3. კონტენტის შექმნა 

4. შიდა და გარე ბმულების (ბექლინკების) მართვა

5. ყოველთვიური ანალიზი და კორექცია

WordPress და SEO ოპტიმიზაცია

ვორდპრესის საიტების სეო ოპტიმიზაცია გაცილები მარტივია, იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც არ აქვთ ღრმა ტექნიკური ცოდნა, რადგან არსებობს მზა ინფრასტრუქტურა და ჩანართები (პლაგინები), რომლებიც გვეხმარება მივიღოთ სასურველი შედეგი.

რა დაგვჭირდება ?

1. Yoast პლაგინი – უფასო სეო პლაგინი ვორდპრესისთვის, რომელიც თქვენ მაგივრად გააკეთებს საქმის 80%-ს. 

ინტერნეტში არსებობს უამრავი ვიდეო გაკვეთილი და განხილვა ამ პლაგინის შესახებ

ამიტომაც, მისი საბაზისო გამოყენების სწავლა 30 წუთშია შესაძლებელი.

2. საიტის სიჩქარე – საიტის სიჩქარე სეო აქტივობისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია.

არსებობს რამდენიმე უფასო პლაგინი, თუმცა მათი გამოყენება რეალურ შედეგებს არ იძლევა.

ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი და მარტივი სიჩქარის პლაგინია WP rocket, რომლის ლიცენზიას გთავაზობთ ჩვენ, ოფიციალურ ღირებულებაზე ნაკლებად!

3.მობილურზე მორგებული სტრატეგია – სეო მარკეტინგი იქნება წარუმატებელი, თუ თქვენი საიტი არ არის მორგებული მობილურ მოწყობილობებზე. 

ეს არის ერთ-ერთი პირველი ფაქტორი, რასაც  Google-ი აქცევს ყურადღებას.

თუ თქვენი საიტი ცუდათ მუშაობს მობილურებზე, ის ვერასდროს მიაღწევს წარმატებას საძიებო სისტემებში ძიებისას.

4.გარე ბმულები (Backlink-ები) – თქვენი საიტის რეპუტაცია იზომება ბექლინკების მეშვეობით

ეს არის ვებ ბმულები, რომლებიც მიმართულია თქვენი საიტისკენ.

რაც უფრო მეტი ხარისხიანი ბმული უთითებს თქვენ საიტს, ეს არის მანიშნებელი Google-ისთვის, რომ განათავსოს იგი მოწინავე პოზიციებზე, ძიების შედეგებში.

ბმულის ხარისხი განპირობებულია ორი ფაქტორით:

  • იმ საიტის რეპუტაცია, რომლისგანაც მოდის ბმული ( რამდენი ბმულია მიმართული თავად ამ საიტზე)
  • იმ საიტის ნიშა, რომლისგანაც მოდის ბმული (მაგ: თუ თქვენი საიტი ეხება მშენებლობას, მსგავსი კონტენტის მქონე საიტისგან წამოსული ბმული უფრო ხარისხიანია)

გსურთ ხარისხიანი ბექლინკების შეძენა თქვენი საიტისთვის?

გაეცანით ჩვენ შემოთავაზებებს.

სხვა სტატიები