mediashop

wordpress

WordPress საიტების დამზადება & აწყობა

სტატიის თემები

wordpress საიტის დამზადება - რატომ ვორდპრესი?

თამამად შეიძლება ითქვას, რომ WordPress არის რევოლუცია ვებ სივრცეში, რამაც სრულიად შეცვალა ვებსაიტების დამზადება & დეველოპმენტის სფერო.

2022 წლის მონაცემებით, ინტერნეტში არსებული ვებ გვერდების 43% ვორდპრესზეა დამზადებული.

მათ შორისაა: Microsoft News, BBC America, Play Station და სხვა.

და მაინც… რა არის ვორდპრესი და რატომ შეიძლება იყოს იგი საუკეთესო არჩევანი თქვენი ბიზნესისთვის?

wordpress

რა არის WordPress?

WordPress არის ღია ვებ სისტემა, რომელიც უმარტივებს მომხმარებელს შექმნას მისთვის სასურველი ფუნქციონალის და დიზაინის მქონე საიტი, იაფად, სწრაფად, ეფექტურად.

აღნიშნულის მიღწევაში გეხმარებათ ე.წ. პლაგინები, ეს არის მზა პროგრამები, რომელთა მეშვეობითაც შესაძლებელია საიტზე ავტომატურად ჩართოთ კონკრეტული ფუნქციონალი.

მაგალითად: WPML-ი არის ყველაზე ეფექტური საშუალება თქვენი საიტი გახადოთ მრავალენოვანი, ამის გაკეთება ერთი მოქმედებით არის შესაძლებელი.

რატომ WordPress საიტის დამზადება?

წარმოგიდგენთ 4 ძირითად მიზეზს, თუ რატომ ჯობია საიტის აწყობა WordPress -ის სისტემაზე:

1.უფრო იაფია – wordpress საიტის დამზადება გაცილებით იაფი ჯდება, ვიდრე იმავე ხარისხის და ფუნქციონალის მქონე საიტის შექმნა ალტერნატიული გზებით.

2.უფრო სწრაფია – ვორდპრესის საიტის დამზადება გაცილებით სწრაფად ხდება, ვიდრე ტრადიციული მეთოდებით: დიზაინის დახატვა, აწყობა და პროგრამულად გამართვა.

3. განვითარების შესაძლებლობა – ვორდპრესი იძლევა განვითარების გაცილებით მეტ შესაძლებლობას. თქვენ შეგიძლიათ დაამატოთ ნებისმიერი ფუნქციონალი, ახალი პლაგინის დამატებით, შეცვალოთ საიტის მიზნობრიობა და ტიპი, ისე, რომ არ მოგიწიოთ საიტის თავიდან გაკეთება.

4. დიზაინის სრულიად ცვლილება – ვორდპრესი საშუალებას იძლევა შეცვალოთ საიტის დიზაინი, სრულიად, ისე, რომ არ დაიკარგოს კონტენტი.

სხვა სტატიები