სოციალური მედიის მენეჯერი
სოციალური მედიის მენეჯერი არის პირი, რომელიც ახორციელებს ორგანიზაციის სოციალური მედიის გვერდების ადმინისტრირებას.
ორგანიზაციას შეიძლება ჰყავდეს ერთი ადამიანი, რომელიც ახორციელებს ყველა ამ აქტივობას ან მოვალეობები რამდენიმე პირზე გადანაწილდეს.
ამ სტატიაში ვისაუბრებთ შემდეგ საკითხებზე:
რა არის სოციალური მედია?
სოციალური მედია მარკეტინგის ელემენტები
რა არის სოციალური მედია?
სოციალური მედია პლატფორმები აკავშირებს საერთო ინტერესების მქონე ადამიანებს მსოფლიოს მასშტაბით, ინტერნეტის მეშვეობით.
საქართველოში ყველაზე პოპულარული სოციალური მედია ქსელია ფეისბუქი, რომელსაც იყენებს ქართველი ინტერნეტ მომხმარებლების 95%.
ასეთივე პოპულარობით სარგებლობს იუთუბის პლატფორმა.
ახალგაზრდებში განსაკუთრებით პოპულარულია ინსტაგრამი და ტიკ-ტოკი.
მეორე მხრივ, სოც. ქსელები, მათი პოპულარობის გათვალისწინებით, წარმოადგენენ ეფექტურ ხელსაწყოებს ბიზნესის ხელში განახორციელოთ მიზნობრივი და იაფი რეკლამა, სწორედ ამისთვისაა საჭირო სოციალური მედიის ადმინისტრატორი.
სოციალური მედია მარკეტინგი & მენეჯმენტი
სოციალური მედია მარკეტინგი მოიცავს შემდეგ ელემენტებს:
1. სოციალური მედიის სტრატეგიის შექმნა
2. კონტენტის შექმნას და განთავსება
3. ბიუჯეტირება
4. სარეკლამო კამპანიების განხორციელება
5. შედეგების ანალიზის, რეპორტინგს და საქმიანობის კორექცია
სოციალური მედია მენეჯმენტი საკმაოდ პოპულარული სფეროა საქართველოში, სადაც დასაქმებულია დაახლოებით 20.000 ადამიანი. ეს ციფრი ყოველდღიურად იზრდება.