რა არის ბრენდბუქი ?
ბრენდბუქი არის თქვენი ბრენდის საფუძველი, იგი შეიცავს თქვენი ბრენდის პოზიციონირებისთვის საჭირო სახელმძღვანელო პრინციპებს (მისია, ხედვა, პრინციპები), ასევე ვიზუალური იდენტობის კომპონენტებს (ლოგო, ფერთა გამა, ვიზუალები).
რა არის ბრენდბუქის მიზანი?
ბრენდბუქის მიზანია, ყველა დაინტერესებულ პირს მიაწოდოს ლაკონური, გასაგები და საჭირო ინფორმაცია ბრენდინგის ეფექტურად განხორციელებისთვის.
ეს შეიძლება იყოს სოციალური მედიის მენეჯერი, რომელსაც სურს ლოგოს და ფერთა პალიტრის გამოყენება ფეისბუქის პოსტებზე ან საიტის დიზაინერი, რომელიც ამჟადებს ვებ-საიტის დიზაინს.