mediashop

მარკეტინგის კურსები 2024 წელს

ახალგაზრდებში განსაკუთრებით პოპულარულია ციფრული მარკეტინგი, შესაბამისად სულ უფრო მოთხოვნადი ხდება მარკეტინგის შემსწავლელი კურსები.

მზარდ მოთხოვნას პასუხობენ ბაზარზე არსებული მრავალფეროვანი ციფრული მარკეტინგის კურსები.

ალტერნატივის სახით, ინტერნეტში არსებობს უამრავი უფასო მასალა და მარკეტინგული კურსი, როგორც ქართულ, ისე უცხო ენებზე.

მიუხედავად ასეთი დიდი რესურსების არსებობისას, მაინც ჭირს რეალური ცოდნის მიღება, რომელსაც გამოიყენებთ უშუალო საქმიანობაში.

განსაკუთრებით პრობლემულია პრაქტიკული ცოდნის მიღება, ხოლო როგორც ერთმა ბრძენმა კაცმა ბრძანა: “თეორია არის განძით სავსე სკივრი, ხოლო პრაქტიკა – მისი გასაღები”.

ამდენად, იმისათვის, რომ დაიწყოთ თქვენი კარიერა ციფრულ მარკეტინგში, აუცილებელია, როგორც საბაზისო თეორიული ცოდნა, ასევე შესაბამისი პრაქტიკული გამოცდილება.

მარკეტინგის კურსები

თეორიული ცოდნის მიღება

სანამ პრაქტიკული უნარ-ჩვევების შეძენაზე დაიწყებთ ზრუნას, პირველ რიგში აუცილებელია მიიღოთ საბაზისო თეორიული ცოდნა.

აირჩიეთ სფერო  – პირველ რიგში მნიშვნელოვანია ზუსტად განსაზღვროთ, ციფრული მარკეტინგის რომელი მიმართულებით ხართ განსაკუთრებით დაინტერესებული, ეს შეიძლება იყოს:

SEO ოპტიმიზაცია, ვებ-საიტების დეველოპმენტი, სოციალური მედია, გრაფიკული დიზაინი, Email მარკეტინგი და სხვა.

ინტერნეტში გაეცანით საბაზისო ინფორმაციას თითოეული მიმართულების შესახებ, თქვენ აუცილებლად შეგექმნებათ პირველადი ემოცია და მიხვდებით, რომელი სფერო შეიძლება იდგეს უფრო ახლოს თქვენთან.

გაეცანით ზღვა ინფორმაციას – იმ მიმართულების შესახებ, რომელიც შეარჩიეთ, წაიკითხეთ დღეში მინიმუმ 5-10 სტატია ან/და Youtube ვიდეო ამ საკითხზე, გაეცანით უცხოურ ფორუმებს და ბლოგებს.

ამ ეტაპზე ბევრი რამ იქნება ბუნდოვანი, გაუგებარი, თუმცა არ შეშინდეთ ყველა კარი ერთბაშად არ იღება.

რაც უფრო ღრმად შეისწავლით საგანს, მით უფრო მეტი კითხვა გაგიჩნდებათ, სწორად ამ კითხვების გასაცემად დაგჭირდებათ მარკეტინგის კურსი.

Digital Marketing კურსები 

ხშირად პირველი ორი ეტაპის შემდგომ, პირდაპირ არის შესაძლებელი პრაქტიკის გავლა და საფუძვლების შექმნა – კარიერისთვის ციფრული მარკეტინგში.

თუმცა, სუვრილი ყოველთვის უბიძგებს ამ ეტაპზე ადამიანს გაიაროს მარკეტინგის შემსწავლელი კურსი.

გახსოვდეთ, თქვენ კურსს არ გადიხართ იმისთვის, რომ მიიღოთ სერთიფიკატი. ამ ბევრისთვის ნანატრ დოკუმენტს ჩირის ფასი აქვს, თუ მის უკან არ დგას რეალური ცოდნა და პრობლემების გასაჭრის პრაქტიკული შესაძლებლობა.

ხოლო, თუ ასეთი არსენალით ხართ შეიარაღებული, კურსის სერთიფიკატი არ დაგჭირდებათ.

უფასო მარკეტინგის კურსები

პრაქტიკული ცოდნის მიღება

საბაზისო თეორიული ცოდნის მიღების შემდგომ, თქვენ მზად ხართ მიიღოთ პრაქტიკული მუშაობისთვის საჭირო უნარ-ჩვევები.

1.პროგრამების შესწავლა

2. სტაჟირების გავლა

3.სამუშაოს დაწყება

 

 

 

 

 

ცოდნის გაღრმავება

ახალი მიმართულებების ათვისება, არსებული სფეროს განვითარება, სიახლეები და ტექნოლოგიური მიმართულებების ათვისეა

გსურთ გახდეთ ციფრული მარკეტინგის მენეჯერი?

ციფრული მარკეტინგი ფართო სფეროა, თქვენი ინტერესების და შესაძლებლობების მიხედვით შეგიძლიათ აირჩიოთ ერთ-ერთი მიმართულება:

1. გრაფიკული დიზაინი

2. წერითი და ანალიტიკური მიმართულება

3. პროგრამირება

 

ყველაზე მოთხოვნადი მარკეტინგის კურსები

გსურთ ასევე შეისწავლოთ ფინანსები – რეკომენდაციას ვუწევთ Finlab-ის კურსს – “ფინანსები არაფინანსისიტებისთვის”

სხვა სტატიები