ინტერნეტ რეკლამა & ონლაინ რეკლამირება

ინტერნეტ რეკლამა – ყველაზე სწრაფი, მასშტაბური და ეფექტური სარეკლამო სფერო, რომელიც თქვენს ბიზნეს აძლევს მნიშვნელოვან შესაძლებლობას, დაუკავშირდეთ მომხმარებელს უფრო სწრაფად და იაფად.

 

ონლაინ რეკლამის ძირითადი უპირატესობები

რითი განსხვავდება ონლაინ რეკლამა და რა არის მისი ძირითადი უპირატესობები:

სისწრაფე – გაცილებით სწრაფად ხდება რეკლამის გაშვება, მართვა, კორექცია. რეკლამის ეფექტიც გაცილებით სწრაფად იგრძნობა, ვიდრე ტრადიციული რეკლამის შემთხვევაში.

შეუზღუდავი სივრცე – სატელევიზიო რეკლამა გამოჩნდება მხოლოდ ტელევიზიაში, ბილბორდი მხოლოდ კონკრეტულ ლოკაციაზე, ხოლო ციფრული რეკლამა შესაძლებელია გამოჩნდეს ნებისმიერ მოწყობილობასა და ქვეყანაში.

სიზუსტე – ინტერნეტ რეკლამა შესაძლებელია განხორციელდეს მაქსიმალურად მიზნობრივად, ასაკის, სქესის, ლოკაციის და სხვა კრიტერიუმების მიხედვით, ასეთ შესაძლებლობა ტრადიციული რეკლამის შემთხვევაში არ არსებობს.