ონლაინ მაღაზიის შექმნა 2024 წელს
ონლაინ მაღაზიის შექმნა 2024 წელს უფრო მარტივი, იაფი და ხელმისაწვდომია, თუმცა მხოლოდ მაშინ, როდესაც ზუსტად ვიცით რას ვაკეთებთ და რატომ?
ამ სტატიის წაკითხვის შემდგომ თქვენ ზუსტად გეცოდინებათ – რატომ და როგორ უნდა მოხდეს თქვენი ონლაინ მაღაზიის დამზადება.
რა არის ინტერნერტ მაღაზია?
ინტერნერტ მაღაზია ფიზიკური მაღაზიის ციფრული ვერსია, რომელიც ფუნქციონირებს, როგორც ონლაინ გაყიდვების საიტი.
მასზე განთავსებულია თქვენი პროდუქცია, კატალოგის სახით, რომლის დათვალიერება, კალათაში დამატება და შეძენა არის შესაძლებელი.
სამწუხაროდ ბევრი ფიქრობს, რომ კარგი ონლაინ მაღაზიის დამზადება საკმარისი წინაპირობაა შემოსავლიანი ბიზნესის წარმოებისთვის, თუმცა ეს ასე ნამდვილად არაა.
შესაძლოა საუკეთესო ონლაინ მაღაზია შექმნათ, თუმცა მომგებიანი ბიზნესი ვერ აწარმოოთ, სხვადასხვა ფაქტორის გამო.
ეს ასე რომ არ მოხდეს, მნიშვნელოვანია დაფიქრდეთ შემდეგ საკითხებზე:
გჭირდებათ ინტერნეტ მაღაზიის გახსნა?
პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი შეკითხვა – რეალურად გჭირდებათ ინტერნეტ მაღაზიის გახსნა?
როგორ დავადგინოთ, საჭიროა თუ არა ჩვენი ბიზნესისთვის ონლაინ მაღაზიის შექმნა?
თუ ახლა იწყებთ ბიზნეს საქმიანობას, გაქვთ უამარავი ხარჯი და ფიქრობთ ონლაინ მაღაზიის შექმნაზე, თუ არის შესაძლებლობა, უმჯობესია ეს შეზღუდული ფინანსები მოახმაროთ სხვა ალტერნატიულ გზებს, რომელთაგანაც საუკეთესო მიმართულება არის ფეისბუქ რეკლამა.
როდესაც უკვე დაინახავთ, რომ თქვენი პროდუქცია იყიდება ინტერნეტის მეშვეობით და არსებობს პრაქტიკული & დასაბუთებული საჭიროება ონლაინ შოპის დამზადებისთვის, შემდგომ შეგიძლიათ დამატებითი ფინანსების ინვესტირება ამ მიმართულებითაც.
თუმცა, ყველა ბიზნესი ინდივიდუალურია, ამიტომაც მნიშვნელოვანია ამ საკითხის განხილვა პროფესიონალ მარკეტერთან ან გაყიდვების სპეციალისტთან.
როგორ გავაკეთოთ ონლაინ მაღაზია?
პირველ რიგში შეისწავლეთ ბაზარი, შეარჩიეთ 3-4 კომპანია, რომლებსაც დაეკონტაქტებით და გაეცნობით მათ პირობებს & ნამუშევრებს.
რის შედეგადაც ცალსახა წარმოდგენა შეგექმნებათ, ვის და რატომ უნდა შეუკვეთოთ ონლაინ შოპის შექმნა.
მსგავსი სტატია – WordPress საიტის აწყობა
შექმენი ონლაინ მაღაზია, რომელიც მუშაობს
შექმენი ისეთი ონლაინ მაღაზია, რომელიც პრაქტიკულად მუშაობს, კერძოდ იგი უნდა იყოს:
1.მარტივი გამოსაყენებელი და აღსაქმელი
2. ზედმეტი პროცედურების გარეშე.
3.მაქსიმალურად სწრაფი.
4.ძებნადი გუგლის საძიებო სისტემაში.
5. გამართული საკომუნიკაციო არხებით.
6. ტექნიკურად და ვიზუალურად გამართული
7.მარტივად ძებნადი.
8. იაფი შესანახი და განახლებადი.
რა ღირს ონლაინ მაღაზიის დამზადება ?
და ბოლოს.. რა ღირს ონლაინ მაღაზიის დამზადება? ეს კითხვა აუცილებლად გაგიჩნდებოდათ, ამიტომაც მოდი განვიხილოთ ონლაინ მაღაზიის ფასი.
ყველაზე იაფი ვარიანტი – მზა შოპების ქირაობა, რაც პირველადი ინვესტიციის გარეშე, თვეში საშუალოდ 800-1000 ლარი დაგიჯდებათ.
ჩვენი რჩევა: ამ ვარიანტის არჩევა ღირს მხოლოდ მაშინ, თუ სასიცოცხლოდ გჭირდებათ ონლაინ მაღაზია ან გსურთ გატესტოთ, მცირე დანახარჯებით.
მინუსები: დამოკიდებულია შოპის გამქირავებელზე, სეო & კონტენტ მარკეტინგის მიმართულებთ განვითარების დაბალი შესაძლებლობა, შოპის სუსტი დიზაინი და ფუნქციური მხარე.
ჩვენი რჩევა: ონლაინ შოპის დამზადება მზა ძრავზე & სისტემაზე – საიტის აწყობა პლატფორმებზე, როგორიცაა: WordPress, Wix, Shopify ჯდება იაფი და გააჩნია ბევრი უპირატესობა.